საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა დევისის თასი მარცხით დაიწყო

AutoSharing Option
საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ნაკრებმა მარაკეშში დევისის თასის გათამაშება მარცხით დაიწყო.

საქართველოსა და მაროკოს ნაკრებების დაპირისპირდება ლამინ უაჰაბისა (591-ე ჩოგანი) და გიორგი ცივაძის (1082) შეხვედრით გაიხსნა, რომელიც მაროკოელი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა.

ცივაძემ ორ სეტში 3:6, 3:6 წააგო.

ასევე დღეს გამართავს თავის შეხვედრას საქართველოს ნაკრების ლიდერი ნიკოლოზ ბასილაშვილი (57), რომელიც ამინ აჰუდას (698) დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბასილასაც წაუგია :(
გიორგი
20:01 03-02-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული