ფედერაციის თასი: ბულგარეთმა საქართველოს ნაკრები დაამარცხა

AutoSharing Option
საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები ბულგარეთთან დაპირისპირებაში მეორე შეხვედრაშიც დამარცხდა.

სოფია შაფათავას შემდეგ, ამჯერად მეტოქეზე სუსტი ეკატერინე გორგოძე აღმოჩნდა, რომელსაც ვიქტორია ტომოვამ ორ სეტში - 6:2, 6:3 სძლია.

ამრიგად, ბულგარეთის ნაკრები ქართველებთან დაპირისპირებაში 2:0 დაწინაურდა. წინ კიდევ წყვილთა თანრიგის შეხვედრაა დარჩენილი, რომელიც მხოლოდ ფორმალობისთვის ჩატარდება. ასე რომ, A ჯგუფში საქართველოს ნაკრებს წაგებათა გრაფაში ერთიანი ჩაეწერება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული