საჩოგბურთო რეიტინგი: ნიკოლოზ ბასილაშვილის საგრძნობი რეგრესი

AutoSharing Option
მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში საჩოგბურთო ტურნირები კვირას დასრულდა და დღეს, 19 თებერვალს, ახალი რეიტინგები გამოქვეყნდა, სადაც ქართველების გვარებიც ფიგურირებს.

დავიწყოთ საქართველოს პირველი ჩოგანით. ნიკოლოზ ბასილაშვილი საკმაოდ დიდ რეგრესს განიცდის და ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 77-ე ადგილი უკავია. ნიკოლოზმა ნიუ-იორკის ტურნირზე საჭირო ქულები ვერ დაიცვა და დიდი რეგრესი ამან განაპირობა.

გახსოვთ, ალბათ, ცოტა ხნის წინ იგი 59-ე ადგილზეც იმყოფებოდა. ხვალიდან იგი დელრეი ბიჩის ტურნირში ჩაერთვება, სადაც ასევე ქულები აქვს დასაცავი. მისი მეტოქე კი ამერიკელი სტივ ჯონსონია.

1085-ე ადგილს იკავებს გიორგი ცივაძე, რომელსაც დევისის
თასის შემდეგ არცერთ ტურნირზე აღარ უასპარეზია.

კვლავ ურეიტინგოდაა სანდრო მეტრეველი. სანაკრებო ბატალიების შემდეგ არც 24 წლის ჩოგბურთელს მოუსინჯავს თავისი ძალები.

რაც შეეხება ქალთა ერთეულთა თანრიგს - 326-ე ადგილზეა ეკატერინე გორგოძე,  344-ე პოზიციას იკავებს სოფია შაფათავა, ხოლო მარიამ ბოლქვაძე, 561-ეა.

აქვე გეტყვით, რომ ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც ძირითადად წყვილებში ასპარეზობს, წყვილთა თანრიგში 55-ე ადგილზეა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული