დღეს ამერიკაში: ნიკოლოზ ბასილაშვილი მასპინძლის დამარცხებას შეეცდება

AutoSharing Option
დელრეი ბიჩში სტარტი აიღო საკმაოდ საინტერესო და წარმომადგენლობითმა საჩოგბურთო ტურნირმა, სადაც მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს. პირველ წრეში ქართველის მეტოქე ტურნირის მასპინძელი, ამერიკელი სტივ ჯონსონი იქნება.

ჩოგბურთელები კარიერაში ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან. ორივე სპორტსმენი (დევისის თასის ჩათვლით) მატჩს ზედიზედ ოთხი წაგებით ხვდება. სტივ ჯონსონი 28 წლისაა და ამჟამად მსოფლიო რეიტინგში 51-ე ადგილს იკავებს.

შეხვედრა 21:30 საათზეა ჩანიშნული, წარმატების შემთხვევაში კი 1/8-ფინალში ბასილაშვილის მეტოქეს ტარო დანიელისა და მილოშ რაონიჩის შეხვედრა გაარკვევს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული