რაფაელ ნადალმა აკაპულკოში თამაშზე უარი განაცხადა

AutoSharing Option
რაფაელ ნადალმა აკაპულკოს ტურნირზე თამაშზე უარი განაცხადა. მსოფლიო რეიტინგის მე-2 ნომერმა ამის მიზეზად ფეხის ტრავმა დაასახელა, რომელიც მან ავსტრალიის ღია პირველობაზე მიიღო.

"ექიმებმა მითხრეს, რომ ასეთ მდგომარეობაში თამაში არ შეიძლებოდა. კორტზე გამოსვლის შემთხვევაში ტრავმის გართულების რისკი ძალიან დიდი იქნებოდა.

აკაპულკოს ტურნირისთვის ვემზადებოდი და იმედი მქონდა, აქ წარმატებას მივაღწევდი. ახლა ჩემი მთავარი მიზანია, ტრავმა მალე მოვირჩინო და ასპარეზობა განვაახლო", - აღნიშნა ნადალმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული