ბელგიელი ჩოგბურთელი: არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ვარ და ჩემი მშობლები ამით ამაყობენ

AutoSharing Option
ქალთა მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგის 50-ე ნომრის, ელისონ ვან უიტვანკის განცხადებით, ის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანია.

ამის შესახებ ბელგიელმა ჩოგბურთელმა საკუთარ სამშობლოში, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ისაუბრა.

"არ მინდა, რომ ეს თემა ტაბუდადებული იყოს. მთავარი ისაა, რომ მე ამ ურთიერთობით ბედნიერი ვარ და მალე ჩემს პარტნიორთან ერთად ვიცხოვრებ.

ჩვენ ერთად თავს შესანიშნავად ვგრძნობთ და ამის დამალვას არც ვაპირებთ. არავის არ უნდა, რომ იყოს ლესბოლელი ან გეი, მაგრამ ეს დაავადება ნამდვილად არაა.

ჩვენ არ ვმალავთ ჩვენს ურთიერთობას და ჩემი მშობლები ამით ამაყობენ. მათი
მხარდაჭერა ჩვენ ძალიან გვეხმარება", - აღნიშნა ვან უიტვანკმა.

აქვე გეტყვით, რომ უიტვანკის რჩეული მისივე თანამემამულე და ასევე ჩოგბურთელი, 20 წლის გრიტ მინენია.
მკითხველის კომენტარები / 7 /
კარგია. თუ გვაყურებინებენ ტლად კარგი :D
გიორგი
12:59 08-04-2020
1
ესენი დაბადებიდან ავადმყოფები არიან, მე კი გადაშენებას ვუსურვებ სამუდამოდ. რა ვქნა მძულს ეგენი, თუმცა დაწერილია ცოდვა გძულდეს და არა ცოდვილებიო.
ქართველი
12:01 08-04-2020
4

სიახლეები პოპულარული