ბელგიელი ჩოგბურთელი: არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ვარ და ჩემი მშობლები ამით ამაყობენ

AutoSharing Option
ქალთა მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგის 50-ე ნომრის, ელისონ ვან უიტვანკის განცხადებით, ის არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის ადამიანია.

ამის შესახებ ბელგიელმა ჩოგბურთელმა საკუთარ სამშობლოში, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში ისაუბრა.

"არ მინდა, რომ ეს თემა ტაბუდადებული იყოს. მთავარი ისაა, რომ მე ამ ურთიერთობით ბედნიერი ვარ და მალე ჩემს პარტნიორთან ერთად ვიცხოვრებ.

ჩვენ ერთად თავს შესანიშნავად ვგრძნობთ და ამის დამალვას არც ვაპირებთ. არავის არ უნდა, რომ იყოს ლესბოლელი ან გეი, მაგრამ ეს დაავადება ნამდვილად არაა.

ჩვენ არ ვმალავთ ჩვენს ურთიერთობას და ჩემი მშობლები ამით ამაყობენ. მათი
მხარდაჭერა ჩვენ ძალიან გვეხმარება", - აღნიშნა ვან უიტვანკმა.

აქვე გეტყვით, რომ უიტვანკის რჩეული მისივე თანამემამულე და ასევე ჩოგბურთელი, 20 წლის გრიტ მინენია.
მკითხველის კომენტარები / 7 /
წუთიერი დუმილით ვუსამძიმრებ მათ მშობლებს და მათ თანამოაზრეებს, მომავალ გარდაუვალ შედეგს, რაც მათ მიმართ ტოლერანტობას და მიმღებლობას მოჰყვება და დინოზავრების მსგავსად გადაშენების გზაზე ატარებს ასეთ ,,განვითარებულ საზოგადოებებს,,
1
რითი ამაყობენ,რომ მათი შვილი უსქესო არსებაა?რომ საკუთარი შვილი მაგ პირობებში არ ეყოლება?პაპა ბებიას ყოველთვის უნდათ შვილიშვილები,მათი საამაყო შვილი კი ვიღაცას აიყვანს და მასაც თავისსავით საშუალო სქესისას გაზრდის,მისი მშობლები კი მაინც იამაყებენ.არ ვიცი,მე ამას ვერასოდეს გავიგებ და ვერც მივიღებ.
სოსო
18:48 07-03-2018
1

სიახლეები პოპულარული