მარია შარაპოვამ მთავარი მწვრთნელი გაათავისუფლა

AutoSharing Option
მსოფლიო რეიტინგის ყოფილმა პირველმა ჩოგანმა მარია შარაპოვამ მისი მწვრთნელი სვენ გროენველდი გაათავისუფლა. ეს გადაწყვეტილება რუსმა მეჩოგნემ ბოლოდროინდელი წარუმატებლობის შემდეგ მიიღო.

უკანასკნელი წვეთი კი ინდიან უელსის ტურნირზე ნაომი ოსაკასთან მარცხი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ გერმანელი მარიას 2014 წლიდან მოყოლებული წვრთნიდა, თუმცა მათ ერთად დიდი სლემის ტურნირი არ მოუგიათ.

შარაპოვამ გროენველდს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. მას ახალი მწვრთნელის ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ისეთ კანდიდატს შეარჩევს, რომელიც მეიჯორებზე წარმატებაში დაეხმარება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული