უკანასკნელი წვეთი კი ინდიან უელსის ტურნირზე ნაომი ოსაკასთან მარცხი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ გერმანელი მარიას 2014 წლიდან მოყოლებული წვრთნიდა, თუმცა მათ ერთად დიდი სლემის ტურნირი არ მოუგიათ.
შარაპოვამ გროენველდს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა. მას ახალი მწვრთნელის ვინაობა არ დაუსახელებია, თუმცა აღნიშნა, რომ ისეთ კანდიდატს შეარჩევს, რომელიც მეიჯორებზე წარმატებაში დაეხმარება.