პირველმა მათგანმა რუსი ანასტასია ფროლოვა ორ სეტში - 7:6, 6:1 დაამარცხა, მეორემ კი ბულგარელ იზაბელა შინიკოვას ასევე ორ სეტში - 6:2, 6:3 აჯობა.
ბოლქვაძის მეტოქე 1/2-ფინალში ტურნირის პირველი ნომერი, ჰოლანდიელი ლესლი კერხოვკე იქნება, გორგოძის მეტოქე კი ბოიანა იოვანოვსკისა და ანდრეა-ამილია როსკას მატჩში გაირკვევა.