ეკატერინე გორგოძე "თბილისის თასის" ფინალში გავიდა

AutoSharing Option
ქალთა საერთაშორისო ტურნირი „თბილისის თასი“, 25 ათასი დოლარის საპრიზო ფონდით დასასრულს მიუახლოვდა.

ტურნირში მონაწილეობა 40-მდე ქვეყნის 64 პროფესიონალმა ჩოგბურთელმა მიიღო. ნახევარფინალში 2 ქართველი ჩოგბურთელი გავიდა. ეკატერინე გორგოძემ რუმინელი ანდრეა ამალია როსკა 2 სეტში დაამარცხა და ფინალში გავიდა, ხოლო მეორე ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ნახევარფინალში ტურნირზე პირველ ნომრად განთესილ ჰოლანდიელ ლესლი ხერკოვეს დაუპირისპირდა და სამწუხაროდ დამარცხა.

5 მაისს, 12:00 საათზე მზიურის საჩოგბურთო კორტზე ფინალი გაიმართება. ეკატერინე გორგოძე ლესლი ხერკოვეს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული