მსოფლიო რეიტინგში 77-ე ადგილზე მყოფმა ქართველმა ფრანგ გაელ მონფილსთან სამ სეტში - 2:6, 6:3, 3:6 წააგო.
არადა, იყო დიდი შანსი იმისა, რომ შეხვედრა ნიკოლოზის გამარჯვებით დასრულებულიყო.
საშინლად ჩატარებული პირველი სეტის შემდეგ მატჩის სადავეები ხელთ ქართველმა იგდო და მეორე პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა.
მესამე სეტის დასაწყისში, პირველსავე გეიმში, ქართველს 4 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, თუმცა მარათონული გეიმი გამოცდილმა ფრანგმა დაიტოვა.
ბასილაშვილს მატჩის გადარჩენის შანსი ბოლო გეიმშიც მიეცა, თუმცა 3 ბოძებული შანსიდან მეტოქის ჩაწოდება
მთლიანობაში, ნიკოლოზის ანგარიშზე 2 ეისი და 5 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა. მან ორი ბრეიკი გააკეთა, საკუთარი მოწოდება კი ოთხჯერ დაკარგა.
შეგახსენებთ, რომ გამარჯვების შემთხვევაში ქართველი მსოფლიოს პირველ ნომერ რაფაელ ნადალს ცენტრალურ კორტზე დაუპირისპირდებოდა.
დიდი ალბათობით, ახლა ბასილაშვილი რომის მასტერსზე გადაინაცვლებს, სადაც შესაძლოა, ასევე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა მოუწიოს.