ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფილიპო ბალდი დაამარცხა და ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება

AutoSharing Option
რომის მასტერსის ძირითადი ბადის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილმა 22 წლის იტალიელი ფილიპო ბალდი დაამარცხა 6:4, 4:6, 6:4.

მისი მეტოქე მე-2 წრეში მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება, რომელმაც უკრაინელ ალექსანდრ დოლგოპოლოვს ორ სეტში სძლია.

ტურნირის საპრიზო ფონდი 4.9 მილიონი ევროა, ბასილაშვილმა კი ამ მოგებით 45 სარეიტინგო ქულა და 32 ათასი ევრო გამოიმუშავა.

ბასილაშვილის და ჯოკოვიჩის მატჩი ხვალ ჩატარდება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
გამეხარდა ძალიან!!! ყოჩაღ, რომ არ ჩერდება და ტურნირს ტურნირზე აგრძელებს!!! ჯოკოვიჩთან, რომლიც დღეს თავის უწინდელ ფორმაში არ არის, თავსუფლად შეძლება თამაში და წარმატებიის მიღწევა!!! მადრიდში ტიმმა ნადალი( გრუნტის მეფე , ამ შეფასებას ყველა პროფი. ეთანხება) დაამარცხა, ორმგები და ბრეიკების რეალიზაცია ალბათ არის ნიკას აქილევსი და ეს აქვს გამოსასწორებლი!!! ძალიან დიდი სტიმული იქნება მისთვის ხვლინდელი გამარჯვება, გამარჯვება,რომელიც მის კარიერას კარდინალურად შეცვლის!!! !! წარმატება ნიკა!!!
დათო
11:35 16-05-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული