ნიკოლოზ ბასილაშვილი როლან გაროსს წყვილთა თანრიგშიც გამოეთიშა

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი საფრანგეთის ღია პირველობას წყვილთა თანრიგშიც დაემშვიდობა.

მისი და ავსტრალიელი ჯეიმს მილმანის დუეტი ნიკოლა მეტკიჩისა და ალექსანდრ პეიას წყვილთან ორ სეტში - 4:6, 2:6 დამარცხდა.

ქართველმა და მისმა პარტნიორმა ერთი ბრეიკი გააკეთეს, საკუთარი ჩაწოდება კი ოთხჯერ დაკარგეს.

საფრანგეთის ღია პირველობაზე წყვილთა თანრიგში კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს.

ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც იაპონელ ნაომი ჰიბინოსთანაა შეამხანაგებული, ხვალ წყვილთა თანრიგის პირველ ნომრებს, ტიმეა ბაბოშსა და კრისტინა მლადენოვიჩს შეხვდება.

altამან ჩემზე ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა, ამიტომ გადავწყვიტე... - ბასილაშვილის პოსტი სოციალურ ქსელში

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული