მისი და ავსტრალიელი ჯეიმს მილმანის დუეტი ნიკოლა მეტკიჩისა და ალექსანდრ პეიას წყვილთან ორ სეტში - 4:6, 2:6 დამარცხდა.
ქართველმა და მისმა პარტნიორმა ერთი ბრეიკი გააკეთეს, საკუთარი ჩაწოდება კი ოთხჯერ დაკარგეს.
საფრანგეთის ღია პირველობაზე წყვილთა თანრიგში კიდევ ერთი ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს.
ოქსანა კალაშნიკოვა, რომელიც იაპონელ ნაომი ჰიბინოსთანაა შეამხანაგებული, ხვალ წყვილთა თანრიგის პირველ ნომრებს, ტიმეა ბაბოშსა და კრისტინა მლადენოვიჩს შეხვდება.
ამან ჩემზე ფსიქოლოგიურად ძალიან იმოქმედა, ამიტომ გადავწყვიტე... - ბასილაშვილის პოსტი სოციალურ ქსელში