შვეიცარიელმა აღნიშნულ წარმატებას შტუტგარტის ტურნირზე ფინალში გასვლით მიაღწია.
1/2-ფინალურ შეხვედრაში კი მან ავსტრალიელი ნიკ კირგიოსი სამ სეტში 6:7, 6:2, 7:6 დაამარცხა.
ფედერერი რეიტინგის სათავეში რაფაელ ნადალს ჩაანაცვლებს, რომელმაც საფრანგეთის ღია პირველობა კარიერაში მეთერთმეტედ მოიგო.
დღეს კი შტუტგარტის ტურნირის ფინალში ლეგენდარული შვეიცარიელის მეტოქე კანადელი მილოშ რაონიჩი იქნება.