ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირიდან ბორნა ჩორიჩმა გამოთიშა

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰალეს ტურნირის 1/8-ფინალში ხორვატ ბორნა ჩორიჩთან ორ სეტში - 4:6, 2:6 დამარცხდა.

ქართველს არცერთი ბრეიკი არ გაუკეთებია, საკუთარი ჩაწოდება კი სამჯერ დაკარგა.

ნიკოლოზის ანგარიშზე 3 ეისი და 6 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა.

ჩორიჩმა ამ გამარჯვებით ქართველთან ურთიერთდაპირისპირებებში წონასწორობა აღადგინა და ანგარიში 2:2 გახადა.

ბასილაშვილის შემდეგი ტურნირი, დიდი ალბათობით, წლის მესამე დიდი სლემი, უიმბლდონი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული