სერბი პოლიტიკოსი ჯოკოვიჩს: ნოვაკ, არ გრცხვენია?! ეს საჯაროდ როგორ გამოგაქვს?

AutoSharing Option
სერბეთის მმართველი პარტიის წარმომადგენელმა ვლადიმერ ჯუკანოვიჩმა, ლეგენდარული ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი ხორვატიის ნაკრების გულშემატკივრობის გამო გააკრიტიკა.

"ნოვა, არ გრცხვენია?! ნებისმიერი სერბი, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ხორვატიას ქომაგობდა, ნამდვილი გიჟია!

ნოვაკი ჩვენი ეროვნული გმირია, მაგრამ როგორ შეუძლია მას ხორვატიას ქომაგობდეს?

როგორ არ გრცხვენია, როდესაც ეს საჯაროდ გამოგაქვს", - აღნიშნა ჯუკანოვიჩმა.

ჯოკოვიჩის მიმართ განსაკუთრებული აგრესია სოციარულ ქსელში გავრცელებული სურათის შემდეგ წამოვიდა, სადაც ის ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად იმყოფება.

"ეს ადამიანი (ჯოკოვიჩი) მონაკოში ცხოვრობს და სერბეთი სრულიად არ ანაღვლებს. საბედნიეროდ, დედაჩემი იქამდე დაიღუპა, ვიდრე ამ
სირცხვილს მოესწრებოდა", - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

როგორც იცით, ხორვატია და სერბეთი ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში შედიოდნენ და მათ ერთმანეთში ომი ჰქონდათ.

ჯოკოვიჩი კი დღეს უიმბლდონის ფინალში ითამაშებს.

altუიმბლდონი 2018: ქალებში ჩემპიონი კერბერია, მამაკაცებში ტიტულის მფლობელი დღეს გამოვლინდება

მკითხველის კომენტარები / 16 /
მიშუტკაც არ გაუშვეს თორემ მოსკოვის აღებას აპირებდა.
aleqsa
09:37 16-07-2018
0
სისასტიკეში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. სერბების სისასტიკეს რაც შეეხება, რაც მათ ბოსნია-ჰერცეგოვინაში იკადრეს, კერძოდ სრებრენიცაში, ფაშისტებიც კი გაოგნებულები დარჩებოდნენ. პ.ს. ერთში კი გეთანხმები, სერბეთისთვის კოსოვოს ჩამოგლეჯა, უდიდეს უსამართლობად მიმაჩნია, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვათ, თვითონ მისცა ამის საბაბი იმ დროს სერბეთში არსებულმა ხელისუფლებამ. ყველა იუგოსლავიაში შემავალ რესპუბლიკებს ფაქტიურად ომი გამოუცხადა და სამხედრო ძალით დამორჩილებას აპირებდა. შუაგულ ევროპაში ამას სერბებს არავინ გააკეთებინებდა. პირველი მსოფლიო ომის მაგალითი მსოფლიოს კარგად ახსოვს სად დაიწყო და როგორ!!!
bizias
19:42 15-07-2018
4

სიახლეები პოპულარული