ნიკოლოზ ბასილაშვილი დღეს ჰამბურგის ტურნირის ძირითად ბადეში ჩაებმება

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილ დღეს, ჰამბურგის ტურნირის პირველ წრეში გერმანელ ფილიპ კოლშრაიბერს დაუპირისპირდება.

ქართველისა და გერმანელის გზები აქამდე ერთხელ გადაიკვეთა და 2017 წლის ავსტრალიის ღია პირველობაზე კოლშრაიბერმა ჩვენებური 4 სეტში დაამარცხა.

ფილიპი 34 წლისაა და ამჟამად მსოფლიოს რეიტინგში 25-ე საფეხურს იკავებს. საუკეთესო მაჩვენებელი კი 2012 წლის ივლისში დააფიქსირა, როდესაც მე-16 ჩოგანი იყო.

გამარჯვების შემთხვევაში ნიკოლოზი მეორე წრეში მარტინ ფუკსოვიჩსა და პაბლო კუევასს შორის უკეთესს დაუპირისპირდება.

ბასილაშვილისა და კოლშრაიბერის მატჩი დღეს, თბილისის დროით 17:00 საათზეა ჩანიშნული.

altნიკოლოზ ბასილაშვილი ჰამბურგის ტურნირის

საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში გავიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული