ნიკოლოზ ბასილაშვილი: კორტზე თავს ფიზიკურადაც და მენტალურადაც კარგად ვგრძნობდი

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჰამბურგის ტურნირის 1/4-ფინალში გასვლის შემდეგ კომენტარი საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა გააკეთა.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს შეხვედრა მოვიგე. კარგი მატჩი გამოვიდა და მიხარია, რომ ჰამბურგში ვარ.

კუევასი კარგი ჩოგბურთელია, მაგრამ მე ჩემი შანსები გამოვიყენე და კორტზე თავს ფიზიკურადაც და მენტალურადაც კარგად ვგრძნობდი.

მომდევნო შეხვედრას მოუთმენლად ველოდები.

ჰამბურგის ტურნირზე საკვალიფიკაციო ეტაპი გავიარე და ეს ძალიან დამეხმარა. ამ შეხვედრას ფიზიკურად მომზადებული შევხვდი.

უფრო წინ წასვლა? ამაზე არასდროს ვფიქრობ. კორტზე გავდივარ და ვცდილობ, კარგად ვითამაშო, გამოვიყენო ჩემი შანსები და ის ჩოგბურთი ვითამაშო,
რომელიც მომწონს", - აღნიშნა ბასილაშვილმა.

აქვე გეტყვით, რომ 1/4-ფინალში ხვალ ბასილაშვილის მეტოქე ესპანელი პაბლო კარენო ბუსტა იქნება, რომელიც 27 წლისაა და მსოფლიოში მე-13 პოზიცია უკავია. ნიკოლოზი მას არასდროს შეხვედრია.

altზედიზედ მეორე სენსაცია - ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირზე პაბლო კუევასის ბარიერიც დაძლია

მკითხველის კომენტარები / 1 /
ესპანელიც გააკრა ბეჭებზე. ყოჩაღ ნიკოლოზ!
ნიკ
22:29 27-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული