პირველი სეტი წვიმის გამო შეწყდა, როდესაც ბასილაშვილი 3:4-ს აგებდა და თანაც, თამაშის განახლების შემდეგ მოწოდება მეტოქისა იყო. მიუხედავად ამისა, ქართველმა ჩოგბურთელმა 7:5 იმარჯვა, მეორე სეტი 0:6 წააგო, მესამე კი 6:1 მოიგო და კარიერაში უდიდეს წარმატებას მიაღწია.
მან 300 ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში 1015 ქულით მისთვის სარეკორდო 45-ე ადგილზე გადაინაცვლა.
ფინალში ბასილაშვილის მეტოქე არგენტინელი ლეონარდო მაიერი იქნება, რომელმაც სლოვაკ იოზეფ კოვალიკს სძლია.
ცნობისათვის, 31 წლის მაიერი მსოფლიოს 36-ე ჩოგანი და ამ ტურნირის შარშანდელი გამარჯვებულია. ისინი ერთმანეთს არასოდეს არ შეხვედრიან. ტურნირის მოგების შემთხვევაში ნიკოლოზი 349 200 ევროს მიიღებს და რაც მთავარია - რეიტინგში 35-ე ადგილზე აინაცვლებს.
შეგახსენებთ, ქართველმა ჰამბურგის ტურნირზე ასპარეზობა საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ბრწყინვალე თამაშით მთელი საჩოგბურთო სამყარო აალაპარაკა.
ტურნირის წინ მიცემულ ინტერვიუში ნიკოლოზმა განაცხადა, რომ მან კარგი შეკრება გაიარა და მისი მიზანი ტოპ 10-ში შესვლაა.
ნიკოლოზ ბასილაშვილის ულამაზეს სტილში მოპოვებული ქულა პაბლო კარენო ბუსტასთან შეხვედრაში [VIDEO]
ისტორიულ შედეგთან ახლოს - ნიკოლოზ ბასილაშვილმა საჩოგბურთო სამყარო აალაპარაკა