გილოცავთ - ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგის ტურნირი მოიგო! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჰამბურგში გერმანიის ღია პირველობის ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილმა არგენტინელი ლეონარდო მაიერი დაამარცხა (6:4, 0:6, 7:5).

ბასილაშვილმა 349 200 ევრო და 500 სარეიტინგო ქულას გამოიმუშავა, რითაც მსოფლიო რეიტინგის 35-ე ნომერი გახდა.

შეგახსენებთ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი ირაკლი ლაბაძეს ჰქონდა - ის რეიტინგში 42-ე პოზიციაზე იმყოფებოდა.

ბასილაშვილმა ტურნირი საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო და ATP ტურნირი პირველად მოიგო.

ნიკოლოზს გამარჯვებულის პრიზი ლეგენდარულმა გერმანელმა ჩოგბურთელმა მიხაელ შტიხმა გადასცა.

altყველაზე დიდი კორტი გერმანიაში და ლეგენდარული ჩემპიონები - რა დონის ტურნირის ფინალშია გასული

ნიკოლოზ ბასილაშვილი

 

altარის! - ნიკოლოზ ბასილაშვილმა ნიკოლას იარი დაამარცხა და ფინალში ლეონარდო მაიერს შეხვდება! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 56 /
ქართველი გმირი!!! მებრძოლი!!! გერმანიაში ვარ კლინიკაში და სიხარულის ცრემლები მომდის!!! შენ გაიხარე ნიკოლოზ ისე, როგორც მე და კიდევ უამრავი ქართველი გაახარე!!! სიტყვები არ მყოფნის!!! მადლობა დიდი შენ!!!
დათო
19:32 29-07-2018
0
უფ შენ გენაცვალე ნიკა ქართველების გახარებისთვის, ნიკას ემჩნევა პროფესიონალურად უდგება ჩოგბურთს ინტერვიუში თქვა აღებული ფულით სამწვრთნელო ჯგუფი უნდა შევქმანავო. აქ ერთი წერდა შენი მოგებით დავზარალდიო და თუ დაზარალდი ძალიანაც კარგი თუ წააგე ქართველმა ქართველის წაგებაზე როგორ უნდა დადო და თან ფინალში
ზიზუ
19:39 29-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული