საქართველოს პირველი ჩოგანი კიცბიუელში (ავსტრია) იმყოფება, სადაც პირველ წრეში სერბ ლასლო დიერეს დაუპირისპირდება.
ქართველი სერბს აქამდე მხოლოდ ერთხელ შეხვდა და მაშინ, 2015 წლის საფრანგეთის ღია პირველობის კვალიფიკაციაზე, ჩვენებურმა ორ სეტში გაიმარჯვა.
დიერე 23 წლისაა და მსოფლიო რეიტინგში 90-ე პოზიცია უკავია. შეხვედრა თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება, წყვილში გამარჯვებული კი ან ტარო დანიელს, ან იან ლეონარდ შტრაფს დაუპირისპირდება.
ქართული ისტორია! - ნიკოლოზ ბასილაშვილის გზა დიდ წარმატებამდე