ქართველი Winston-Salem-ის ტურნირზე მიიღებს მონაწილეობას, რომელიც 19-დან 25 აგვისტოს ჩათვლით, აშშ-ში გაიმართება.
ნიკა განთესილთა შორისაა და პირველ წრეში თავისუფალია, მისი მეტოქის ვინაობას კი ჟულიან ბენეტოსა და მატეო ბერეტის შეხვედრა გაარკვევს.
Winston-Salem-ი 250-ქულიანი კატეგორიის ტურნირია, მისი საპრიზო ფონდი კი 778,070 დოლარი გახლავთ.
ბასილაშვილს გასულ წელს აღნიშნულ ტურნირზე არ უასპარეზია, ამიტომ წარმატების შემთხვევაში რეიტინგში დაწინაურდება.
ქართველი ამჟამად მსოფლიო რეიტინგის 36-ე ჩოგანია. შეგახსენებთ, რომ მან ჰამბურგის 500-ქულიანი ტურნირი მოიგო, რის შემდეგაც კიცბიუელში პირველივე წრეში დამარცხდა და
მან ორი საჩოგბურთო მასტერსი, Rogers cup-ი და ცინცინატი გამოტოვა.
აქვე გეტყვით, რომ Winston-Salem-ის შემდეგ ბასილაშვილი წლის ბოლო დიდ სლემზე, ამერიკის ღია პირველობაზეც ითამაშებს.
მოულოდნელი ინფორმაცია - ნიკოლოზ ბასილაშვილი მომდევნო ორ დიდ ტურნირს გამოტოვებს
ქართული ისტორია! - ნიკოლოზ ბასილაშვილის გზა დიდ წარმატებამდე