გორგოძე 16 წლის ამერიკელ ქეით მაკნილთან 0:6, 1:5 მარცხდებოდა, რის შემდეგაც სასწაული მოახდინა, ზედიზედ 6 გეიმი აიღო და მეორე პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა.
მესამე სეტში კი უპირატესობა უკვე ჩვენებურის მხარეს იყო და მან 6:2 იმარჯვა. საბოლოოდ, 0:6, 7:5, 6:2 ქართველის სასარგებლოდ.
ეკატერინემ თავისი ჩაწოდება ექვსჯერ დაკარგა და ამავე რაოდენობის ბრეიკი დააგროვა. მის ანგარიშზე ორი ეისი დაფიქსირდა, საპირისპიროდ კი არცერთი ორმაგი შეცდომა არ ჰქონია. გორგოძემ საკუთარი პირველი ჩაწოდების 55% მოიგო, მეორე ჩაწოდებიდან კი - 29%.
ქართველი კვალიფიკაციის 1/2-ფინალში კანადელ ეჟენი ბუშარს დაუპირისპირდება, რომელიც მსოფლიო რეიტინგის ყოფილი მე-5 ნომერია.
მან თანამემამულე კაროლ ჟაოს ორ სეტში - 6:0, 6:1 მოუგო.
ეკატერინე გორგოძე: ვინაიდან არ მყავს სპონსორი, ვერ ამყავს პირადი მწვრთნელი
457 დღე სექსის გარეშე - ულამაზესი ჩოგბურთელის, ეჟენი ბუშარის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა