ნიკოლოზ ბასილაშვილი Winston-Salem-ის ტურნირის პირველსავე შეხვედრაში დამარცხდა

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი Winston-Salem-ის ტურნირს 1/16-ფინალიდან გამოეთიშა.

ქართველი იტალიელ მატეო ბერეტინისთან ორ სეტში - 5:7, 3:6 დამარცხდა. ნიკოლოზმა ორი ბრეიკი გააკეთა, საკუთარი ჩაწოდება კი ოთხჯერ დაკარგა. მის ანგარიშზე 3 ეისი და 4 ორმაგი შეცდომა დაფიქსირდა.

ბერეტინიმ, ამ მოგებით, ჩვენებურთან ურთიერთდაპირისპირებებში ანგარიში შეამცირა და 1:2 გახადა.

ბასილაშვილს რეიტინგში რეგრესი არ ელის, რადგან წინა წელს Winston-Salem-ზე არ უთამაშია და ქულები არ დააკლდება.

ახლა ის ამერიკის ღია პირველობაზე გადაერთვება, რომლის ძირითადი ბადის შეხვედრები 27 აგვისტოდან დაიწყება.

altნიკოლოზ ბასილაშვილი ბრუნდება! - ქართველი

ჩოგბურთელი ამერიკულ ტურნირებში ჩაერთვება

altმოულოდნელი ინფორმაცია - ნიკოლოზ ბასილაშვილი მომდევნო ორ დიდ ტურნირს გამოტოვებს

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჩემი აზრით ძალიან ნიჭიერია და აქვს იმის პოტენციალი რომ მსოფლის ოცეულში შევიდეს, უბრალოდ ცოტა სტაბილურობა ჭირდება. ჩემი აზრით ფიზიკაში აქვს პრობლემა. ყოველ კარგად ჩატარებულ ტურნირს უსახური მატჩები ცვლის რაც დიდი ალბათობით გადაღლის და ძალების სათანადოდ ვერ აღდგენის ბრალია. არასტაბილურობაც სწორედ ამის ბრალი მგონია.
dadu
22 აგვისტო 2018 13:05
1
ერთ-ერთი მიზეზი თუ რატომ ვერ დადგება დიდი ჩოგბურთელი არის ის რომ პირველი სეტის წაგების შემდეგ 99% თამაშს აგებს ასე შამპანურს ვერ დალევ
ნოდო
22 აგვისტო 2018 10:49
0
სულ ვამბობ და კიდევ გავიმეორებ: როგორც მე ვეღარ ვისწავლი ჩინურს, ისე ეს ჩოგბურთელი ვერ გახდება სტაბილური სამწუხაროდ.
dato
22 აგვისტო 2018 10:21
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული