როჯერ ფედერერი: ცოტა უცნაურია, რომ მოვიდა ფეხბურთელი და ჩვენს სამყაროში ერევა

AutoSharing Option
ლეგენდარულმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა უკმაყოფილება გამოთქვა "ბარსელონას" ფეხბურთელ ჟერარდ პიკეს აქტიურობით, რომელიც დევისის თასის რეფორმაციის საკითხებს აგვარებს.

"მე მხარს ვუჭერ ინოვაციებს და მომწონს ახალი დევისის თასის რამდენიმე მომენტი, მაგრამ ჩოგბურთელებისთვის ცოტა უცნაურია, რომ მოვიდა ფეხბურთელი და ჩვენს სამყაროში ერევა. ის ფრთხილად უნდა იყოს. დევისის თასი პიკეს თასად არ უნდა გადაიქცეს", - აღნიშნა ფედერერმა rts.ch-სთან საუბარში.

დევისის თასის ძირითადი ინვესტორი ჯგუფი Kosmos-ია, რომელსაც "ბარსელონას" მცველი ჟერარდ პიკე ხელმძღვანელობს. ისინი ITF-ს 25 წლის განმავლობაში 3 მილიარდი დოლარის ინვესტიციას დაჰპირდნენ - 120
მლნ წლიურად. აქედან 20 მლნ საპრიზო ფონდი იქნება, ხოლო 25 მლნ ეროვნულ ფედერაციებზე გადანაწილდება.

altროჯერ ფედერერი: ამასთან დაკავშირებით არასდროს მისაუბრია, მაგრამ...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული