ცნობილმა შვეიცარიელმა ჩოგბურთელმა როჯერ ფედერერმა საკუთარ შვილებსა და რელიგიაზე ისაუბრა.
"ამასთან დაკავშირებით არასდროს მისაუბრია, მაგრამ მე კათოლიკე ვარ. მამაჩემთან ერთად ეკლესიაში დავდიოდი. შვილებთან ერთად ვატიკანსა და ეინზიდელნში ვარ ნამყოფი.
შვილების დაბადება ყველაზე ნათელი მომენტი იყო ჩემს ცხოვრებაში. ძალიან ვაფასებ მომენტებს, როცა ერთად ყოფნა შეგვიძლია. ზოგჯერ დილაობით ყველას ერთად ერთ ლოგინზე გვძინავს და ეს მომენტები ყველაზე ძალიან მომწონს. ისინი უფრო გვაერთიანებენ და გვაძლიერებენ", - ციტირებს ფედერერს Tennis World USA.
36 წლის ფედერერი 4 შვილის მამაა. მისი ქალიშვილები - შარლინი და მაილე
9-9 წლის არიან, ხოლო ვაჟები - ლეო და ლენი 4-4 წლის არიან.