Us Open: ნიკოლოზ ბასილაშვილმა გვიდო პელა დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობის 1/16 ფინალში 28 წლის არგენტინელი, მსოფლიო რეიტინგში 66-ე პოზიციაზე მყოფი გვიდო პელა დაამარცხა 6:3, 6:4, 1:6, 7:6.

ნიკოლოზი კარიერაში პირველად გავიდა დიდი სლემის ტურნირის მერვედფინალში.

აქამდე ქართველი ჩოგბურთელებიდან დიდი სლემის 1/8 ფინალში მხოლოდ ირაკლი ლაბაძე გავიდა, რომელიც 2006 წელს უიმბლდონის ტურნირზე რაფაელ ნადალთან დამარცხდა.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა 266 000 დოლარი და 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში 31-ე პოზიციაზე გადავიდა, რაც მისი რეკორდია.

შეგახსენებთ, პელასთან შეხვედრამდე ბასილაშვილმა სლოვენიელი ალიაზ ბედენე და ამერიკელი
ჯეკ სოკი დაამარცხა.

ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში რაფაელ ნადალს შეხვდება.

altUs Open: ნადალმა ხაჩანოვი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და მერვედფინალში ბასილაშვილს შეხვდება

altბასილაშვილის ულამაზეს სტილში მოპოვებული ქულა Us Open-ზე და მაყურებლის ოვაციები [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 41 /
გილოცავ ნიკოლოზ და მადლობა ჩვენი გახარებისათვის.მაგარ ფორმაში ხარ და მიდი დადე ერთი მაგარი სენსაცია და მოახდინე სასწაული.მთელი საქართველო შენი თამაშების მოლოდინშია.აბა შენიცი უფალი გფარავდეს!!! წარმატებებიიიი
დდდ
01 სექტემბერი 2018 00:25
0
ყოჩაღ ნიკა. ნადალს რაც შეეხება, უმძიმესი ბრძოლა ქონდა ხაჩანოვთან, დაღლილია ეგეც და თუ ნიკა ფსიქოლოგიურად მაგრად დადგა არაფერს გამოვრიცხავ. მიდი ნიკა, დაწერე ისტორია, შენ ეს შეგიძლია.
გულშემატკივარი
01 სექტემბერი 2018 11:10
0
ვაშაააა!!! გილოცავთ ყველას!!! თითქმის მაქსიმუმი შესრულებულია!!! მადლობა ნიკა შენ ჩვენი გახარებისთვის!!! ოღონდ ნერვიულობის გარეშე არა ხომ?!!!! დავიხოცეთ ხალხი)))!!!
დათო
01 სექტემბერი 2018 00:29
0
გილოცავ ნიკოლოზ , უფრო დიდი წარმატება გვეზეიმოს შენთან ერთად . სიტყვებს თავს ვერ უყრი ისე დავიცალე ემოციისგან . თამაშს არ გავარჩევ , შენ ჩემზე კარგად იცი რა შეცდომებიც იყო . ერთადერთი რაც მინდა ვთქვა , არის ის რომ ბევრად მეტი შეგიძლია , დაიჯერე , საკუთარ თავს უმეორე . გაარჩევ სტაფთან ერთად მთელ ტურნირს და დარწმუნებული ვარ კიდევ უფრო დარწმუნდები ამაში , რადგან პელამ ორი სეტის შემდეგ შესაძლებლობის ზღვარზე ითამაშა , თუ რამე ჰქონდა შეიარაღებაში ყველაფერი დახარჯა , მაგრამ მაინც ვერაფერს გახდა , თან იმის ფონზე , რომ შეცდომებს უმატე . ვიჯექი ჩემთვის და ცოტა გაოგნებული , ვერ ვიჯერებდი იმას , რომ ქართველი დიდი სლემის ტუნირზე თამაშის პულსს კარნახობდა მოწინააღმდეგეს . საამაყო კაცი ხარ დ ალბად შეიძლება ვერ აწონო , რამხელა ენერგიით ავსებ თითოეულ ქართველს . ნადალიიი ??? მე მჯერააა !!!
ATP 25 ?
01 სექტემბერი 2018 00:33
0
ATP 32 ამ ეტაპზე!!!!
დათო
01 სექტემბერი 2018 11:51
0
გენაცვალეთ ქართველებო იმ ჯიგრისთვის, რასაც მე ამ კომენტარებში ვხედავ!!!! კიდევ ერთხელ გილოცავთ ნიკას ამ გამარჯვებას!!!
დათო
01 სექტემბერი 2018 00:44
0
უმაგრესი კაცი და სპორტსმენი ხარ ნიკოლოზ, უზომოდ ვამაყობ შენით და ლეგენდობამდე ნაბიჯი გიკლია და აბა შენ იცი ძმაო!
b-52
01 სექტემბერი 2018 10:59
0
პელე ხარ ნიკოოოოოოო :))))))
ირაკლიუსი
01 სექტემბერი 2018 00:23
0
ბრავო ბასილ ბრავო, გაიხარე და სულ წარმატებები.
ave
01 სექტემბერი 2018 00:26
0
Midi niko kargad galese chogani nadaltan)
Dv
01 სექტემბერი 2018 04:32
0
ვულოცავ ნიკას და რეიტინგშიც საგრძნობლად წაიწევს წინ.
პაატა
01 სექტემბერი 2018 00:27
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული