Us Open: ნიკოლოზ ბასილაშვილმა გვიდო პელა დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ამერიკის ღია პირველობის 1/16 ფინალში 28 წლის არგენტინელი, მსოფლიო რეიტინგში 66-ე პოზიციაზე მყოფი გვიდო პელა დაამარცხა 6:3, 6:4, 1:6, 7:6.

ნიკოლოზი კარიერაში პირველად გავიდა დიდი სლემის ტურნირის მერვედფინალში.

აქამდე ქართველი ჩოგბურთელებიდან დიდი სლემის 1/8 ფინალში მხოლოდ ირაკლი ლაბაძე გავიდა, რომელიც 2006 წელს უიმბლდონის ტურნირზე რაფაელ ნადალთან დამარცხდა.

ამ გამარჯვებით ბასილაშვილმა 266 000 დოლარი და 180 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და რეიტინგში 31-ე პოზიციაზე გადავიდა, რაც მისი რეკორდია.

შეგახსენებთ, პელასთან შეხვედრამდე ბასილაშვილმა სლოვენიელი ალიაზ ბედენე და ამერიკელი
ჯეკ სოკი დაამარცხა.

ქართველი ჩოგბურთელი მერვედფინალში რაფაელ ნადალს შეხვდება.

altUs Open: ნადალმა ხაჩანოვი მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და მერვედფინალში ბასილაშვილს შეხვდება

altბასილაშვილის ულამაზეს სტილში მოპოვებული ქულა Us Open-ზე და მაყურებლის ოვაციები [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 41 /
ნიკოლოზ ბაბასილაშვილი, გილოცავ!

მხდალი, აბდალი, რაფა ნადალი,
ჩოგბურთელია ეგ წარმავალი,
ვერას გახდება შენთან დამპალი,
და გამოუსვი ყრონტში ნამგალი!

აბა შენ იცი, ნიკოლოზ!
babasili
16:58 01-09-2018
16
პირველ რიგში ვულოცავ ნიკას, კარგი შედეგია მიუხედავად იმისა რომ პელა არ არის სუპერ მაღალი დონის. რაც შეეხება ათეულს იმსახურებს და ა.შ. მეგობრებო ვინც ჩოგბურთი იცით და თამაშებს ადევნებთ თვალს არ უნდა გიჭრდეთ გააზრება, ნიკა არ არის ამ ეტაპზე ათეულის ჩოგბურთელი. მის თამაშს თუ უყურეთ თუნდაც გუშინ არც თუ ისე ძლიერად ითამაშა. ბადესთან თამაში აქვს ძაან ცუდი, პირველი მოწოდების პროცენტი დაბალი და ა.შ. ამ კომპონენტების გაძლიერების გარეშე ათეულში ვერ მოხვდები.ასე რომ ბევრი უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე.

ნადალთან შანსებს თავადაც კარგათ შეაფასებთ ვისაც ჩოგბურთი გესმით. მაგრამ მთავარია იბრძოლოს და გამოცდილება მიიღოს.

მე დიდ პატივს ვცემ ნიკას და მისი წარმატებები მახარებს და თითქმის ყველა მის თამაშს ვადევნებ თვალს. რელობა ეს არის თუმცა ეს კარგი რეალობააა ხალხნო,31-ე ჩოგანი საქართველოდან საოცარი შედეგია.
joko
14:29 01-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული