ესპანური პრესის ცნობით, რაფაელ ნადალს მუხლი სტკივა

AutoSharing Option
ამერიკის ღია პირველობის 1/16 ფინალში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა რაფაელ ნადალმა კარენ ხაჩანოვს სძლია 5:7, 7:5, 7:6, 7:6 და 1/8 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილს შეხვდება.

ამ ტურნირის შარშანდელ გამარჯვებულს ნადალს რეიტინგში 27-ე ადგილზე მყოფი 22 წლის მოსკოველი სომეხი ხაჩანოვი (სიმაღლე 198 სმ) აქამდე ოთხჯერ შეხვდა და ვერც ერთი სეტი ვერ მოუგო, ახლა კი ჩინებულ ფორმაშია და ბრძოლა გაუმართა, თუმცა საბოლოოდ მაინც დამარცხდა.

ნადალისა და ხაჩანოვის შეხვედრა 4 საათი და 25 წუთი გაგრძელდა და მისი დასრულების შემდეგ რაფაელმა მოწინააღმდეგე აპლოდისმენტებით დააჯილდოვა.

ესპანური პრესის
ცნობით, ნადალს მუხლი სტკივა.

altUs Open: ნიკოლოზ ბასილაშვილმა გვიდო პელა დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 10 /
ნადალს აქ ზოგიერთები შეურაცყოფას აყენებენ და დასცინიან. ესაა დიდი სირცხვილი. იგივე შეურაცყოფას აყენებთ ბასილაშვილს თქვენი კომენტარებით და ამცირებთ მას. მეტოქეს ღირსეულად უნდა მოუგო და არა ისე, როგორც ერთ დროს ვავრინკამ მოუგო ტრამვირებულ ნადალს ავსტრალიაში. ბასილაშვილმა საგრძნობლად მოუმატა თამაშს და არც გამიკვირდება, თუ სასიამოვნო სიურპრიზს მოგვიწყობს. წარმატებას ვუსურვებ!
არჩილ
02 სექტემბერი 2018 13:54
0
მაგარი ჯახი იქნება ხვალ
mikheil kopaleishvili
01 სექტემბერი 2018 17:10
0
ნიკა ახლო მომავლში ნადალს აუცილებლად დაამარცხებს,მაგრამ ახლა შეუძლებელს ნუ მოვთხოვთ.
გიოშა
01 სექტემბერი 2018 12:58
0
მეც მაგაზე ვფიქრობდი, სხვა რომ იყოს, მაგ ფედერერი ან ჯოკოვიჩი შეიძლებოდა მაგის იმედიც გვქონოდა, ეს არ იღლება...
parfiumer
01 სექტემბერი 2018 11:28
1
აუ, რაღა ნადალია? ნადალი ცხოველია, ზედ უვლის ყველას. დაბალს-მაღალს. დიდს-პატარას. მაგრამ თუ გინდა წარმატებას მიაღწიო, 10_ეულში შეხვიდე, ესეთებსაც უნდა მოუგო. თამაში შეიძლება. იქნებ მუხლი ასტკივდეს ან რაღაცა და თამაში შეწყვიტოს? ნიკამ მუხლში რომ გაუქანოს ჩოგანი იქნებ მოარტყას? დ
ირაკლი
01 სექტემბერი 2018 09:34
8
ნეტა იცვიმოს..ამ დროს მუხლის ტკივილი უპრო ზლიერდება..
54
01 სექტემბერი 2018 09:05
1
ჯობია ღირსეულად დამარცხდეს ვიდრე ნადალის სიკვდილი ვისურვოთ და ისე გავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ნიკოს შეუძლია ჯანმრთელი ნადალის დამარცხება.
დდდ
01 სექტემბერი 2018 12:43
1
წინ ნიკოლოზ! შეგიძლია ნადალის დამარცხება
ბექა
01 სექტემბერი 2018 08:30
0
არ დაიღალა ვითომ ეს ჩემანალა???
912
01 სექტემბერი 2018 04:35
3
მაგას კითხულობს ყველა მაგის მოწინააღმდეგე 15 წელია, მაგრამ არ იღლება ბუღა და იქნებ მუხლის ტკივილმა ვვიშველოს
ირაკლი
01 სექტემბერი 2018 15:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული