US OPEN: როჯერ ფედერერი ისტორიაში პირველად 55-ე ჩოგანთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 4 სექტემბერს როჯერ ფედერერი US OPEN-ის ისტორიაში პირველად დამარცხდა რეიტინგის 50-ეულის გარეთ მყოფ მეტოქესთან.

ფედერერი ამერიკის ღია პირველობას მერვედფინალური სტადიიდან გამოეთიშა. შვეიცარიელი ჩოგბურთელი ავსტრალიელ ჯონ მილმენთან ანგარიშით 3:6, 7:5, 7:6 (9:7), 7:6 (7:3) დამარცხდა.

37 წლის ფედერერისა და მილმენის შეხვედრა სამ საათსა და 35 წუთს გაგრძელდა.

აღსანიშნავია, რომ მილმენი ამ დროისთვის ATP-ის რეიტინგში 55-ე ადგილზე იმყოფება და ფედერერი US OPEN-ის ისტორიაში პირველად დამარცხდა რეიტინგის 50-ეულის გარეთ მყოფ მეტოქესთან. თავის მხრივ, არც მილმენს დაუმარცხებია არასდროს რეიტინგის ათეულში მყოფი ჩოგბურთელი.

"როჯერს
დიდ პატივს ვცემ, ის ჩემი გმირია" - განაცხადა ავსტრალიელმა შეხვედრის შემდეგ.

29 წლის ჯონ მილმენი მეოთხედფინალში ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება. იგი დარჩენილ 8 სპორტსმენს შორის ერთადერთი განუთესავი მონაწილეა.

altUs Open: ბასილაშვილი ნადალთან ღირსეულ ბრძოლაში დამარცხდა - მისი პროგრესი აშკარაა! [VIDEO]

altროჯერ ფედერერი: ცოტა უცნაურია, რომ მოვიდა ფეხბურთელი და ჩვენს სამყაროში ერევა

მკითხველის კომენტარები / 4 /
"დაბერდი შენ ჩემო ნიკორა" წადი ლამაზად, სანამ დროა
მერაბ გ.
17:22 04-09-2018
3
იმედია გამოაქვეყნებთ, რაპირველად დამარცხდა ტანასი კოკინნაკისმა მოუგო წელს ასეულზე ქვემოთ მდგომმა
ალეკო
17:40 06-09-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული