"მე და ჩემს მეუღლეს ოჯახში გვქონდა კამათი, თუ ვინ უნდა გამოსულიყო ნიკოლოზი"

AutoSharing Option
ვებ-გვერდი Mshoblebi.ge ნიკოლოზ ბასილიშვილის მამასთან ნოდარ ბასილაშვილთან ინტერვიუს აქვეყნებს, სადაც ის ჰყვება თუ რა გზა გაიარა ნიკოლოზმა ბავშვობიდან წარმატებულ კარიერამდე.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- 5 წლის ასაკიდან ნიკოლოზმა თქვენთან ერთად დაიწყო ჩოგბურთზე სიარული, ფიქრობდით, რომ მისი პროფესიული არჩევანი ამ სპორტზე შეჩერდებოდა?
- რა თქმა უნდა, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. ნიკა პატრაობიდან ცურვაზეც დამყავდა და იპოდრომზე ცხენებზეც ჯირითობდა, თუმცა ყველაზე მეტად აქცენტს ჩოგბურთზე ვაკეთებდი. პატარაობიდან ნიკას ჩოგბურთის მწვრთნელი იყო გოგა სანთელაძე და პარალელურად მეც ვავარჯიშებდი. აი, 12 წლის რომ გახდა, მას შემდეგ
მარტო ვწვრთნიდი.

- როგორ გაიხსენებთ ნიკოლოზის ბავშვობის წლებს? როგორი მოსწავლე იყო?
- მე და ჩემს მეუღლეს ოჯახში გვქონდა კამათი, თუ ვინ უნდა გამოსულიყო ნიკოლოზი. ნატალიას უნდოდა, რომ ბავშვი სწავლით დაკავებულიყო, რადგან ძალიან ნიჭიერი იყო. ძალიან კარგად სწავლობდა. ინგლისური კარგად იცოდა და დამოუკიდებლად ისწავლა რუსული. მე კი ვუმტკიცებდი, რომ ჩოგბურთი მას მოუტანდა წარმატებას და გახდებოდა სახელოვანი. ბოლოს და ბოლოს დავარწმუნე ჩემი მეუღლე, რომ ნიკოლოზი სპორტის ამ სახეობას გაჰყოლოდა. 12 წლამდე აქ ვავარჯიშებდი, შემდეგ კი ამერიკაში წავიყვანე და სხვადასხვა შტატში დამყავდა ტურნირებზე. 14 წლამდე მე და ნიკა ინდივიდუალურად დავდიოდით, მერე გამოჩდა სპონსორი და გორინის აკადემიაში დაგვპატიჟეს, სადაც 3-4 წელი დავყავით. შემდეგ ისევ ინდივიდუალურად დავიწყეთ ვარჯიშები.

- ახლა, როცა ნიკოლოზი ასეთი წარმატებული ჩოგბურთელია, ქალბატონი ნატალია რას ამბობს?
- ვეუბნები, რომ ჩემმა გათვლამ გაამართლა. ნიკოლოზი ყველაფერთან ერთად განათლებული ბიჭია, ამიტომაც დილემის წინაშე ვიდექით. რვა კლასი რომ დაამთავრა, ვთქვი, რომ კარგად სწავლა და პარალელურად სპორტი, ორი კურდღლის მადევარვით გამოგვდიოდა. ძალიან დიდ წინააღმდეგობას მიწევდა ჩემი მეუღლე. ამბობდა, შვილი გაუნათლებელი დაგვრჩებაო, რაც საბოლოოდ ასე არ მოხდა. ნიკა სულ ეძებს ინორმაციას და სულ სწავლობს. სამედიცინო სფეროშიც კარგად ერკვევა.

იხილეთ გაგრძელება Mshoblebi.ge-ზე
მკითხველის კომენტარები / 3 /
ღმერთმა სულ გამარჯვებები და სიკეთე მოგცეთ...
status quo
14:21 08-09-2018
1
ძალიან მიყვარს და ვაფასებ ინტელექტუალ და თან წარმატებულ სპორტსმენებს, ისინი არა მარტო რეკორდებს ამყარებენ და გოლები გააქვთ, არამედ ისტორიას ქმნიან სპორტში, ღმერთმა ქნას ნიკოლმა შექმნას ისტორია!
ბმბ
16:24 08-09-2018
1

სიახლეები პოპულარული