ნოვაკ ჯოკოვიჩი US Open-ის გამარჯვებული გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
9 სექტემბერს სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა US Open-ის ფინალში არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა.

ჯოკოვიჩმა დელ პოტრო სამ სეტში ანგარიშით 6:3, 7:6, 6:3 დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა. აღსანიშნავია, რომ სერბმა ამერიკის ღია პირველობა კარიერაში მესამედ მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩმა კარიერის განმავლობაში მე-14 დიდი მუზარადის ტურნირი მოიგო. ამ მაჩვენებლით პიტ სამპრასს გაუთანაბრდა, თუმცა რაფაელ ნადალსა (17) და როჯერ ფედერერს (20) ჩამორჩება.

შეხვედრის შემდეგ ჯოკოვიჩი მშვენიერ ხასიათზე იყო და ჟურნალისტებთან ვრცლად ისაუბრა.

"არ მიყვარს სეზონების შედარება, რადგან ბოლო წლების განმავლობაში
ჩემი ცხოვრება თავდაყირა დადგა: ორჯერ მამა გავხდი, ნახევარი წელი არ მითამაშია, ოპერაცია გადავიტანე და სხვა კიდევ ბევრი რამე.

თებერვალში რომ ეთქვათ, US Open-ს, "უიმბლდონს" და ცინცინატის მოვიგებდი, ვერ დავიჯერებდი, მაგრამ გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ სასურველ დონეს მივაღწევდი", - აღნიშნა ჯოკოვიჩმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული