ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის მერვედფინალში გავიდა

AutoSharing Option
18 სექტემბერს ნიკოლოზ ბასილაშვილმა (31) მეცის საერთაშორისო ტურნირზე ერთეულთა თანრიგში 31 წლის ფრანგი კენი დე შეპერი დაამარცხა.

ქართველმა მსოფლიოს 186-ე ჩოგანი ორ სეტში ანგარიშით 6:2, 7:6 (7:0) დაამარცხა და ტურნირის მერვედფინალში გავიდა. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზმა 1/16-ფინალის გადალახვით 8 565 ევრო გამოიმუშავა.

ბასილაშვილის მომდევნო მეტოქე ავსტრალიელ ბერნარდ ტომიჩსა (125) და ფრანგ უგო ამბერტს (108) შორის გამარჯვებული იქნება.

მეცის ტურნირის საპრიზო ფონდი 561 345 ევროა.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ბასილაშვილი მეცის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა და სარეიტინგო ქულების მოსაპოვებლად შარშანდელი შედეგის გაუმჯობესება მართებს.

alt

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის მერვედფინალში გავიდა" style="height: 50px; width: 50px;" />ნიკოლოზ ბასილაშვილმა მეცის ტურნირის წყვილებში ჟო-ვილფრიდ ცონგა დაამარცხა
მკითხველის კომენტარები / 8 /
რა ქნა ხალხო მომდევნო წრეში,რატომ არ სწერთ?
სოსო
20 სექტემბერი 2018 17:30
0
მოიგო და ახლა ნიშიკორის შეხვდება დღეს
ლაშა
21 სექტემბერი 2018 08:18
0
დღეს არის!!!
დათო
20 სექტემბერი 2018 22:20
0
Merved finalshi gavida sworad weria statiashi
Semi
19 სექტემბერი 2018 11:23
0
ყოჩაღ ნიკა!!! ძალიან გამეხარდა!!! გილოცავთ!!!
დათო
18 სექტემბერი 2018 17:37
0
მერვედფინალში თუ მეთექვსმეტედ ფინალში?
სოსო
18 სექტემბერი 2018 17:35
1
გმადლობ სანდრო გამოხმაურებისათვის.იქსბეთზე ვადევნებდი თვალს,შეხვედრის მიმდინარეობას და იქ ეწერა ერთი ოცდამეთორმეტედ ფინალი,ამიტომ შევეხმიანე საიტს.
სოსო
19 სექტემბერი 2018 09:58
0
ოლიმპიური სისტემით თუ ვისმჯელეთ როგორც ფლეშსქორეს აქვს მაშინ მერვედფინალში და ატპს საიტით თუ ვისმჯელეთ მაშინ ძირითადი ბადის მეორე წრეში. 1/31 რაუნდ არის ატპზე და 1/16 რაუნდი არის ძირითადი ბადის მეორე წრე. ანუ ორივე სწორია რა ოღონდ მეთექსვსმეტედფინალი არ უნდა იხმარო ტერმინი უნდა თქვა ძირითადი ბადის მეორე წერეში.
sandro777
18 სექტემბერი 2018 18:05
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული