ნიკოლოზ ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგში ოთხი ადგილით დაქვეითდა

AutoSharing Option
საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციის (ATP) რეიტინგში 4 ადგილით დაქვეითდა და 1277 ქულით 35-ე პოზიციას იკავებს.

ქართველმა ჩოგბურთელმა ბოლოს მეცის ტურნირზე იასპარეზა, სადაც მეოთხედფინალში იაპონელ კეი ნიშიკორისთან სამ სეტში (3:6, 6:4, 4:6) დამარცხდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილის გარდა, რეიტინგში კიდევ ხუთი ქართველია: ალექსანდრე მეტრეველი (918), გიორგი ცივაძე (1077), ალექსანდრე ბაკში (1113), გიორგი ჯავახიშვილი, საბა ფურცელაძე (1617).

რაც შეეხება ქალ ჩოგბურთელებს, რეიტინგში ხუთი ქართველია.

160-ე ადგილზე 377 ქულით ეკატერინე გორგოძეა, რომელმაც ექვსი პოზიციით აიწია. ყველაზე დიდი რეგრესი კი ზოზია ქარდავამ
განიცადა, რომელიც 79 ადგილით დაქვეითდა და 13 ქულით 893-ეა.

დანარჩენი სამეული კი ასე გამოიყურება: მარიამ ბოლქვაძე (436), სოფია შაფათავა (481), სალომე დევიძე (884).

altნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირის მეოთხედფინალში კეი ნიშიკორისთან დამარცხდა

altNew York Times: ნიკოლოზ ბასილაშვილმა ქართველებს სიამაყის მიზეზი მისცა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეგ არაფერი,უკვე მომდევნო ტურნირზე აინაზღაურებს დანაკარგს.ნიკა წელს უკვე სხვა დონეზეა გასული.მთავარია ჯანმრთლად იყოს.
სოსო
12:50 25-09-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული