2 შეხვედრა და 2 მარცხი - ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის დღევანდელი მეტოქე კაილ ედმუნდი?

AutoSharing Option
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის ნახევარფინალშია და მეტოქედ ბრიტანელი კაილ ედმუნდი ერგო, რომელიც მსოფლიოს მე-16 ჩოგანია.

შეხვედრა დღეს, 6 ოქტომბერს თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

ვინ არის კაილ ედმუნდი?
23 წლის ბრიტანელი ერთ-ერთი პერსპექტიული ჩოგბურთელია. ის 1995 წელს სამხრეთ აფრიკაში იოჰანესბურგში დაიბადა. მამა უელსელი იყო, რომელიც ჯერ ზიმბაბვეში და შემდეგ სამხრეთ აფრიკაში მუშაობდა. ხოლო დედა სამხრეთაფრიკელი.

ოჯახმა ბრიტანეთში დაბრუნების შემდეგ კაილი კრიკეტსა და ცურვაზე შეიყვანეს, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ მას ჩოგბურთი უფრო იტაცებდა და გამოსდიოდა კიდეც.

საბოლოოდ ამ ნაბიჯმა
გაამართლა და ის საუკეთესო 20 ჩოგბურთელს შორის შევიდა, მარტის შემდეგ კი დიდი ბრიტანეთის პირველი ნომერია.

კაილი არის ავსტრალიის ღია პირველობის ნახევარფინალისტი, ამ ტურნირის დაარსებიდან მხოლოდ ექვს ბრიტანელს უასპარეზია ნახევარფინალში. წყვილებში კაილმა ჭაბუკობის დროს ორი გრანდ სლემი მოიგო, 2012 წელს ამერიკის ღია პირველობა და 2013 წელს საფრანგეთის ღია პირველობა. ამავდროულად ის გახდა ახალგაზრდული დევისის თასის გათამაშების გამარჯვებული ბრიტანეთის ნაკრებთან ერთად.

ამავდროულად მას დევისის თასი უფროსებშიც აქვს მოგებული, ის ბრიტანეთის ნაკრების წევრი იყო 2015 წელს, როდესაც მათ ოქროს მედლების მოპოვება შეძლეს.

მისთვის 2018 წელი განსაკუთრებულად წარმატებულია, ავსტრალიის ღია პირველობაზე მან ნახევარფინალამდე შემდეგი სპორტსმენები გამოთიშა: კევინ ანდერსონი, დენის ისტომინი, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ანდრეას სეპპი, გრიგორ დიმიტროვი. ნახევარფინალში კი ედმუნდი ხორვატ მარინ ჩილიჩთან დამარცხდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი და კაილ ედმუნდი სულ ორჯერ შეხვდნენ და ორივეჯერ ეს გრანდ სლემზე მოხდა:

2016 წელს როლან გაროსის ტურნირზე ნიკა მასთან 4 სეტში დამარცხდა: 6:7, 7:6 , 5:7, 1:6. ხოლო ერთიც, როგორც წეღან ვახსენეთ ავსტალიის ღია პირველობაზე ქართველმა მასთან დაპირისპირება ხუთ სეტში დათმო: 6:7, 6:3, 6:4, 0:6, 5:7. 

კაილ ედმუნდმა ერთ-ერთ ინტერვიუში ბასილაშვილი ძალიან კარგად დაახასიათა: "ის ძალიან აგრესიული ჩოგბურთელია. ბასილაშვილი ყოველთვის ცდილობს, შეგიტიოს. ამის გამო ზოგჯერ შეცდომებსაც უშვებს. მას შეუძლია დააგროვოს ბევრი "ვინერსი" და შეგიქმნას პრობლემები".

altკაილ ედმუნდი, რომელმაც ნიკოლოზ ბასილაშვილი დაამარცხა, 1/2-ფინალში ითამაშებს

altკაილ ედმუნდი ნიკოლოზ ბასილაშვილზე: ის ძალიან აგრესიული მოთამაშეა

altნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის ნახევარფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 14 /
მესამე და სამართალი! ეხლა უკვე ნიკოლოზის ჯერია.
!!!!!
11:18 06-10-2018
1
ახლა ნიკა შეუდარებლად უკეთეს ფორმაშია და თუ მაშინ 5 სეტი ეთამაშა,ახლა ნამდვილად შეუძლია გამარჯვება.მე მგონია,აუცილებლად გაიმარჯვებს.წარმატებები ნიკას.
სოსო
11:31 06-10-2018
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული