სენსაცია! ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხუან დელ პოტრო დაამარცხა და ჩემპიონია! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 7 ოქტომბერს ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინეთის ღია პირველობის ფინალში მე-4 ნომერ ხუან დელ პოტროს დაუპირისპირდა, ორ სეტში 6:4;6:4 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა მთელი დაპირისპირების განმავლობაში უპირატესობას ქართველი ჩოგბურთელი ფლობდა და მიზანსაც მიაღწია. ფინალი 1:41 წუთი გაგრძელდა.

ნიკამ ამ სეზონში მეორეჯერ მოიგო ATP ტურნირი, მან 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და 733 320 დოლარი ერგო. ეს იმას ნიშნავს, რომ ნიკა 11 პოზიციით წაიწევს რეიტინგში და 23-ე ჩოგანი გახდება.

ნიკოლოზმა ფინალამდე ჯეკ სოკს, ფერნანდო ვერდასკოს, მალეკ ჯაზირს და
კაილ ედმუნდს სძლია.

ტურნირის საპრიზო ფონდი 4 658 510 დოლარი იყო.

altბასილაშვილი VS დელ პოტრო - დღეს დიდი ფინალია!




მკითხველის კომენტარები / 68 /
მე პირადად გიოშას კომენტარს მივეცი დისლაიქი, რადგან არ მიყვარს ეიფორიაში ჩავარდნა. ყველას გაგვიხარდა ამ კაცის გამარჯვება მაგრამ იმის გამო რომ მეოთხე ნომერი დაამარცხა, თვითონ ეგ ფაქტი არ ნიშნავს რომ ხუთეულში შევა, თორემ ღმერთმა პირველი ნომრად გვანახოს მალე.

ძალიან მებავშვება ამის ახსნა რომ მიწევს რატომ არ მომეწონა რომელიღაც კომენტარი, მაგრამ იმ იმედით ვაკეთებ ამას, იქნებ განსხავებული აზრის პატიცისცემა ვისწავლოთ. არ არის აუცილებელი პატრიოტიზმი იმით ვამტკიცო რომ ყველა კომენტარი მოვიწონო, მათ შორის ემოციურ ფონზე რეალობიდან მოწყვეტილიც.

ნიკა კი ძალიან მაგარი კაცია,
იმის გამო რომ შრომობს და თვითან თვემდე სისუსტეები აღმოფხვრა და სულ უფრო ძლიერი გამოდის კორტზე
დისლაიქი
07 ოქტომბერი 2018 21:09
6
40 წელზე მეტია ჩოგბურთს ვგულშემატკივრობ.მომსწრე ვარ ლექსანდრე მეტრეველის ბრწყინვალე წარმატებისა.კარგად მახსოვს ბიორნ ბორგის,ჯიმ მაკინროის,ჯიმი კონორსის,ივან ლენდლის,შტეფი გრაფის,მარტინა ნავვრატილოვასა და სხვათა გამარჯვებები.თქვენ სწორად ვერ აღიქვამთ ნიკოლოზ ბასილაშვილის წარმატებებს ამ მოკლე დროში.მე მჯერა,რომ მას მეტის მიღწევა შეუძლია.
გიოშა
07 ოქტომბერი 2018 22:56
1
40 წელზე მეტია რაც ჩოგბურთს ვგულშემტკივრობ.ალექსანდრე მეტრეველის დიდი წარმატების მომსწრე ვარ.კარგად მახსოვს ბიორნ ბორგის,ჯონ მაკინროის,ჯიმი კონორსის,ივან ლენდლის,შტეფი გრაფის,მარტინა ნავრატილოვასა და სხვათა ბრწყინვალე გამარჯვებები.თქვენ სწორად ვერ აღიქვამთ თუ რა საოცარ წარმატებებს აღწევს ნიკოლოზ ბასილაშვილი ამ მოკლე დროში.მე მჯერა,რომ მას მეტის მიღწევა შეუძლია.
გიოშა
07 ოქტომბერი 2018 22:31
2
ყველა გამოხმაურება
ბრავო!!! ბრავო!!! და კიდევ ბრავო ნიკოლოზ!!!...საქართველოს რჩეული ჩოგბურთელი ხარ!!!...არ უნდა შეჩერდე მიღწეულზე!!!...ამ დიდი სიხარულისთვის დიდი და უღრმესი მადლობა!!!....
არტაგი
07 ოქტომბერი 2018 21:04
0
არაფერია,ხდება ხოლმე.)
გიოშა
07 ოქტომბერი 2018 21:01
0
გიო77 ნიკას წარმატება ყველას გაეხარდა.უბრალოდ სწორად ვერ აღიქვამენ ამა თუ იმ ნაწერის მნიშვნელობას.
გიოშა
07 ოქტომბერი 2018 20:58
0
ბოდიში გიოშას,დისლაიკს ხელი.დამეჭირა,მობილურია მაინც
რრრ
07 ოქტომბერი 2018 20:29
1
იცით რა იქნება მაგ საქციელის გონივრული და ღირსეული პასუხი ? მე ჩამოვყევი და ყველას კომენტარი ლაიკით შევაფასე , ყოველთვის მასე ვაკეთებ , თუმცა ვაღიარებ ზოგირთი შეიძლება აქამდე გამომრჩენია , დღეიდან არცეეთს აღარ გამოვტოვებ , იგივეს გთხოვთ თქვენს და ვაჩვენოთ ამ 30 ვეეცხლის მოყვარულს რამდენი ვართ .
ATP 15?
07 ოქტომბერი 2018 20:25
2
არაფრის მეგობარო . იმდენად მცირდება ქართველების რაოდენობა , ჩვენდა სამწუხაროდ , აღარ გვაქვს ეეთმანეთის ჭამის და კორტვნის დრო . ერთმანეთს თუ არ გავუფრთხილდით , არ გავანხნევეთ და არ დავეხმარეთ , ერეკლეს დრო სანატრელი გაგიხდება . ღმერთი შეგეწიოს გამოჯანმრთელების გზაზე .
ATP 15 ?
08 ოქტომბერი 2018 01:46
0
მადლობა ყურადღებისთვის!!! ამჟამად არ ვარ კლინიკაში!!! დეკემბერში მიწევს წასვლა!!! სასიამოვნოა ასეთი ყურადღება და თანადგომა თქვენი მხრიდან!!! მადლობა დიდი!!!
დათო
07 ოქტომბერი 2018 23:21
0
ვიღაცა ისეა გამწარებული ნიკას მოგებით, რომ ყველა კომენტარი დაიწუნა.
გიო777
07 ოქტომბერი 2018 20:02
2
ორი ვარიანტია : 1 ან დელპოტროზე ქონდა დადებული და წაგების გამო გამწარებულია / ესეთებიც მოიძებნება / სადაც კმენტატორი იმას იტვი რომ გული ორად მაქვს გაყოფილივო :( 2 ალბათ ყველა მიხვდებით , თუ ვის შეიძლება არ უხაროდეს ქართველის წარმატება . ისტორიულად ღალატის მეტი არაფერი უკეთებიათ ერთეულ გამონაკლის შემთხვევებს თუ არ ჩავთვლით . მთავარია ნიკამ და საქართველომ წარმატებას მიაღწიოს და როგორმე დისლაიკენს ავიტანთ .
ATP 15?
07 ოქტომბერი 2018 20:17
2
მეგობრებო , ქართველებოო , ჩემო ძმებო , ის რაც დღეს ნიკამ გააკეთა ეს მარტო მისი გამარჯვება კი არა , ეს მთელი საქართველოს გამარჯვებაა , ქვეყნისა , რომელსაც წაგებულისა და დამარცხებულის მენტალიტეტი ჩამოუყალიბა " კეთილი მეზობლების " თავგამოდებულმა მცდელობამ . ეს ნიშნავს იმას , რომ ყველა ჩვენთაგანი თუ ნიკასავით და მამამისივით თავდადებით , მოთმინებით და მიზანმიმართულად ვიშრომებთ ჩვენ-ჩვენს საქმეში , დამიჯერეთ ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა გვექნება . ვკითხულობ კომენტარებს და ზუსტად ეს იგრძნობა ყველა ჩვენთაგანს წერილში , ღირსება , თავმოყვარეობა და ის ტკივილი , რაც წაგებასთან ასოცირდება , რადგან ყველა ჩვნთაგანის იმედი ქვეყნის გამთლიანებაა და ბედნიერებაა . ეს არის ჩვენში მიძინებული ნაპერწკალი , რომელიც მოვა დრო დ გაღვივდება და დიდი კოცონიც აგიზგიზდება ყველა ჩვენთაგანში . ნიკოლოზი ჩემი დღევანდლობის გმირია . ღმერთი ფარავდეს ნიკას და საქართველოს .
ATP 15 ?
07 ოქტომბერი 2018 19:45
0
ყველა დადებით კომენტარს მინიმუმ ერთი დისლაიქი აქვს, ანუ ვიღაცას არ გაუხარდა ნიკას წარმატება და თან იმ ვიღაცამ ქართული კითხვა იცის. ამას ღალატი ჰქვია ერის. ჰო, ერის, იმიტომ, რომ ქართველის წარმატება არ გიხარია...
პ.ს. მდპ დისლაიქების ავტორო!
svani
07 ოქტომბერი 2018 19:39
2
ამიერიდან ნიკას ტოპ ხუთეულში მოხვედრაზე შეუძლია ფიქრი.მან ხომ მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი დელ პოტრო დაამარცხა და თანაც როგორ ორ სეტში ტაი-ბრეიკის გარეშე.თავი სიზმარში მგონია,წარმოუდგენელი რამ მოხდა.ვულოცავ ნიკას ამ დიდ წარმატებას.სულ ასე გაგეხარებიოს საქართველო.მომავალში უიმბლდონი მოგეგოს! რატომაც არა?
გიოშა
07 ოქტომბერი 2018 18:58
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული