17:28 07-10-2018
სენსაცია! ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხუან დელ პოტრო დაამარცხა და ჩემპიონია! [VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა, თუმცა მთელი დაპირისპირების განმავლობაში უპირატესობას ქართველი ჩოგბურთელი ფლობდა და მიზანსაც მიაღწია. ფინალი 1:41 წუთი გაგრძელდა.
ნიკამ ამ სეზონში მეორეჯერ მოიგო ATP ტურნირი, მან 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და 733 320 დოლარი ერგო. ეს იმას ნიშნავს, რომ ნიკა 11 პოზიციით წაიწევს რეიტინგში და 23-ე ჩოგანი გახდება.
ნიკოლოზმა ფინალამდე ჯეკ სოკს, ფერნანდო ვერდასკოს, მალეკ ჯაზირს და კაილ ედმუნდს სძლია.
ტურნირის საპრიზო ფონდი 4 658 510 დოლარი იყო.
მკითხველის კომენტარები / 68 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
ანადგურებს ნიკა სუყველას! ესეთ ფორმაში მყოფი რომ ნადალს შეხვდეს, 1 უნდა ავიღო ბილეთში და 2 სეტში.
11
2
იმას თუ რა გააკეთა ნიკამ რომ სწორად შეაფასო , ძალიან დიდ დროს წაიღებს . თნამედროვე სპორტში ფიზმომზადებას იმდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება , მის გარეშე , ვერცერთ სახეობაში წარმატებას ვერ მიაღწევ . გინდათ მაგალითები ? კი ბატონო . ავიღოთ ბავშვთა და მოზარდთა სპორტული სექციები , იცით რომ თითქმის არცერთ სკოლაში , ვარჯიშის შემდეგ სპორცმენს შხაპის მიღების საშუალება არა აქვს ? თუ გგონიათ რომ შხაპი ამ შემთხვევაში მხოლოთ ჰიგიენური პროცდურაა ? ვარჯიშითან მაქსიმუმ ნახევარ საათში სპორცმენმა შხაპი უნდა მიიღოს , რომ კუნთის ტონუსი აღდგეს . წვრილმანი გგონიათ ? ასეთი წვრილმანებისგან შედგება ის შედეგი , რაც ნიკოლოზმა მამამისის დახმარებით გადალახა , მაგრამ წლები დაკარგა იმის გამო რომ არ ყავსა სპონსორი და საკვალიფიკაციოდან უწევდა სულ ტურნირების თამაში , ეხლა ბევრად კარგ სიტუაციაშია , განთესილებში იქნება სულ . სამარცხვინო ის არის , რომ კაცი ამხელა შედეგებს დებს და ქვენიდან არავის სურვილი არ გასჩენია სპონსორობის , თუმცა არც ჭირდება , წლს მოსთხოვენ უეჭველი მოგებული თანხიდან . აი ამიტომ უდგას ქვეყანას ძნელბედობის ჟამი .
9
1
შემოგევლე!!!!
9
1
ამას ნაღდად არ ველოდი! ყოჩაღ ნიკა! ძალიან მაგარი ხარ!
8
1
ბოდიში გიოშას,დისლაიკს ხელი.დამეჭირა,მობილურია მაინც
8
1
გიო77 ნიკას წარმატება ყველას გაეხარდა.უბრალოდ სწორად ვერ აღიქვამენ ამა თუ იმ ნაწერის მნიშვნელობას.
7
0
არაფერია,ხდება ხოლმე.)
6
0
საქართველო დაშლილ დაქუცმაცებულია და ამაზე მეტი ძნელ ბედობის ჟამი რაღა უნდა იყოს ბატონო გელა? არ დამიბლოკოთ გთხოვთ
4
1
< წინა12345შემდეგი >
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული