ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის ტურნირზე მსოფლიოს მე-5 ჩოგანთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
10 ოქტომბერს ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის ტურნირზე 1/16-ფინალური შეხვედრა დათმო.

ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგის მე-5 ჩოგანს, გერმანიის წარმომადგენელ ალექსანდერ ზვერევს შეხვდა. დაპირისპირება 1 საათი და 33 წუთი გაგრძელდა. ბასილაშვილი ორ სეტში 5:7, 4:6 დამარცხდა.

სამწუხაროდ, ნიკოლოზი ტურნირს გამოეთიშა. ის წყვილთა თანრიგში არ მონაწილეობდა. მან ტურნირზე 45 სარეიტინგო ქულა და 46 745 დოლარი გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობა მოიგო.

altFirstpost: ნიკოლოზ ბასილაშვილი შესანიშნავ ასპარეზობას აგრძელებს

altნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის ტურნირზე პირველი შეხვედრა მოიგო! [VIDEO]

altბასილაშვილმა ATP-ის

რეიტინგში ისტორიულ ნიშნულს მიაღწია! - ნიკოლოზის პირველი კომენტარი მოგების შემდეგ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 22 /
ალექსანდრე ზვერევი 3-4 წელია რაც მაღალ დონეზე თამაშობს.ნიკამ კი მხოლოდ წელს დაიწყო წარმატებული ასპარეზობა.ამისდა მიუხედავათ ნიკოლოზ ბასილაშვილმა დღეს ღირსეულად ებრძოლა ძლიერ მოწინააღმდეგეს,რაც ანგარიშიდანაც კარგად სჩანს.მსაჯის არაობიექტურობამ გარკვეულწილად გავლენა იქონია ნიკას თამაშზე.
გიოშა
10 ოქტომბერი 2018 11:46
0
ძალიან მაგრა ითამაშა , არ იყო წასაგები თამაში , უბრალოდ დაღლილობამ იჩინა თავი . პირველ სეტში 4-3 ორმაგი ბრეიკი გაუშვა ხელიდან , 40-15 , ეგ რომ მოეგო , 5-3 თასოწოდებას მოიგებდა და სეტსაც . მეორე სეტში უკვე შეძლებდა დასვენებას და მესამეში აუგებდა წესს ზვერევს , მაგრამ ეგ საქმე მომავლისთვის გადავდოთ .
ATP 15 ?
10 ოქტომბერი 2018 12:17
0
ნიკა მე შენით ამაყი ვარ
temo
10 ოქტომბერი 2018 12:15
0
ცოტა ძლიერი მოწოდება და ნიკა დაანგრევდა ზვერევს, არა უშავს მერე მოუგებს
zaza
10 ოქტომბერი 2018 19:58
0
დღეს ნიკას არ წაუგია .დაღლილობამ წააგო.თან თამაში 9სთ- ზე.იმიტომაც იყო ამდენი უზუსტობა .ბურთის სისწრაფეის ნაკლებობა.ნიკას ოდნავი მომატება და იბნეიდა.დასვენებული ნიკა ამ ზვერევს აუცილებლად დაჯაბნიდა.
არა უშავს დაისვენებს დაუფრო ძლიერი დაბრუნდება
კახა
10 ოქტომბერი 2018 14:34
2
არა უშავს, ჰამბურგის მერეც ასე იყო, დასვენება ჭირდება და ჯანმრთელობის აღდგენაც რომელიც არცთუ სახარბიელო მდგომარეობაში ჰქონდა პეკინის ტურნირისას.
b-52
10 ოქტომბერი 2018 22:03
0
მე აერც ველოდი გამარჯვებას, ზვერევი კიარა ნებისმიერთან დათმობდა, ადამიანია რობოტი კიარა, ზედიზედ ამდენ თამაშს ვერ მოიგებ ფიზიკურად, ლოგიკაში არ ჯდება. მოვა მაგის დროც მაგრამ ჯწრ არა, ეს ბიჭი ბევრს რომ ჰგონია იმაზე მეტს მიაგწევს.
ემირი
11 ოქტომბერი 2018 02:52
0
ნებისმიერში მეც ვიგულისხმები?დაახლოებით 25 წელია აღარ მივარჯიშია და ცოტა ფიზიკურად გამიჭირდება,მაგრამ ერთი სამ დღეს ვივარჯიშებ და ნიკას,ზვერევთან ერთად 0-ზე მოვუგებ.
პ.ს.წაიკითხეთ?-გაიღიმეთ და დამილაიქეთ.ნიკა კი,კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს.დარწმუნებული ვარ.
სოსო
11 ოქტომბერი 2018 12:13
0
თავიდან თამაშით ჯობდა ბასილაშვილი მერე აურია
smash
10 ოქტომბერი 2018 16:36
1
მართალია დაღლილი რომ იყო. რკინა ხომ არაა? არაუშავს. იმედია კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს!
დავით 67
11 ოქტომბერი 2018 01:58
0
ეხ საწყენია, drop shot_ებმა გვიმტყუნა ზუსტად გადამწყვეტ მომენტებსში... ეს კომპონენტიც რო დახვეწოს იდეალური იქნება.
YNWA
10 ოქტომბერი 2018 14:42
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული