ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის ტურნირზე მსოფლიოს მე-5 ჩოგანთან დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
10 ოქტომბერს ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის ტურნირზე 1/16-ფინალური შეხვედრა დათმო.

ბასილაშვილი ATP-ის რეიტინგის მე-5 ჩოგანს, გერმანიის წარმომადგენელ ალექსანდერ ზვერევს შეხვდა. დაპირისპირება 1 საათი და 33 წუთი გაგრძელდა. ბასილაშვილი ორ სეტში 5:7, 4:6 დამარცხდა.

სამწუხაროდ, ნიკოლოზი ტურნირს გამოეთიშა. ის წყვილთა თანრიგში არ მონაწილეობდა. მან ტურნირზე 45 სარეიტინგო ქულა და 46 745 დოლარი გამოიმუშავა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობა მოიგო.

altFirstpost: ნიკოლოზ ბასილაშვილი შესანიშნავ ასპარეზობას აგრძელებს

altნიკოლოზ ბასილაშვილმა შანხაის ტურნირზე პირველი შეხვედრა მოიგო! [VIDEO]

altბასილაშვილმა ATP-ის

რეიტინგში ისტორიულ ნიშნულს მიაღწია! - ნიკოლოზის პირველი კომენტარი მოგების შემდეგ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 22 /
მე აერც ველოდი გამარჯვებას, ზვერევი კიარა ნებისმიერთან დათმობდა, ადამიანია რობოტი კიარა, ზედიზედ ამდენ თამაშს ვერ მოიგებ ფიზიკურად, ლოგიკაში არ ჯდება. მოვა მაგის დროც მაგრამ ჯწრ არა, ეს ბიჭი ბევრს რომ ჰგონია იმაზე მეტს მიაგწევს.
ემირი
02:52 11-10-2018
0
მართალია დაღლილი რომ იყო. რკინა ხომ არაა? არაუშავს. იმედია კიდევ ბევრჯერ გაგვახარებს!
დავით 67
01:58 11-10-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული