კარიერის რეკორდი - ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 21-ე ჩოგანია

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, პარიზის მასტერსზე კევინ ანდერსონთან მარცხის (3:6, 7:6, 6:7) მიუხედავად, 28 ქულა მოიპოვა და ATP-ის რეიტინგში 1795 ქულით 21-ე ჩოგანი გახდა.

ეს შედეგი 26 წლის სპორტსმენისთვის რეკორდულია. მისი მაქსიმუმი მსოფლიო რეიტინგში 22-ე პოზიცია იყო.

ნიკოლოზმა მიმდინარე წელს 2 ტიტული მოიპოვა, ჰამბურგის და პეკინის ტურნირებში გაიმარჯვა, ამ უკანასკნელის ფინალში კი მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა.

altნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსზე კევინ ანდერსონთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

altსენსაცია! ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხუან დელ პოტრო დაამარცხა და ჩემპიონია! [VIDEO]





მკითხველის კომენტარები / 8 /
მშვენიერი შედეგია გილოცავ ნიკა, ახალი სეზონიდან უფრო შემართებით და მჯერა უფრო წინ წახვალ, გასათვალისწინებელია რომ ახალი სეზონიდან ქულები არ ექნება დასაცავი და რეალურია რომ წარმატებით გამოსვლის შემთხვევაში ათეულს მიუახლოვდეს
ზიზუ
11:51 02-11-2018
1
კევინ ანდერსონთან ბოლო შეხვედრაში გამოჩდა,რომ ნიკა მზადაა მაღალი მიზნების მისაღწევად.(მე-6 ჩოგანს ტოლსწორად ეთამაშა)
გიოშა
12:14 02-11-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული