კარიერის რეკორდი - ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს 21-ე ჩოგანია

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა, პარიზის მასტერსზე კევინ ანდერსონთან მარცხის (3:6, 7:6, 6:7) მიუხედავად, 28 ქულა მოიპოვა და ATP-ის რეიტინგში 1795 ქულით 21-ე ჩოგანი გახდა.

ეს შედეგი 26 წლის სპორტსმენისთვის რეკორდულია. მისი მაქსიმუმი მსოფლიო რეიტინგში 22-ე პოზიცია იყო.

ნიკოლოზმა მიმდინარე წელს 2 ტიტული მოიპოვა, ჰამბურგის და პეკინის ტურნირებში გაიმარჯვა, ამ უკანასკნელის ფინალში კი მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი ხუან მარტინ დელ პოტრო დაამარცხა.

altნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსზე კევინ ანდერსონთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

altსენსაცია! ნიკოლოზ ბასილაშვილმა ხუან დელ პოტრო დაამარცხა და ჩემპიონია! [VIDEO]





მკითხველის კომენტარები / 8 /
ქულები არ ექნება დასაცავი იმ ტურნირებზე, რომლებზეც წელს ქულა არ მოუპოვებია. და კიდევ: ჯეკ სოკმა , პარიზის ტურნირის შარშანდელმა გამარჯვებულმა წააგო; ალბათ 800 ქულას დაკარგავს და ნიკას ჩაუშხუილებს
მერაბი გ.
06:30 03-11-2018
0
ყოჩაღ!!! უმაგრესი შედეგია, ამ მცირე პერიოდში!!! წინ დიდი გამარჯვებები გველის!!! ბრავო!!!
დათო
16:30 02-11-2018
0

სიახლეები პოპულარული