ნოვაკ ჯოკოვიჩი პარიზის მასტერსის ფინალში დამარცხდა, თუმცა პირველი ჩოგანი გახდა

AutoSharing Option
წლის ბოლო მასტერსი, რომელიც პარიზში იმართებოდა, დასრულდა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი რუს კარენ ხაჩანოვთან ორ სეტში ანგარიშით 5:7, 4:6 დამარცხდა და ტურნირზე მეორე ადგილი დაიკავა.

სერბმა ჩოგბურთელმა მატჩში მხოლოდ ერთი ბრეიკი შეასრულა, პირველ სეტში, რუსმა კი ორი ბრეიკი შეასრულა და მატჩი ორ სეტში დამაჯერებლად მოიგო.

ეს კარენ ხაჩანოვისთვის პირველი მოგებული მასტერსია. მიუხედავად მარცხისა, ნოვაკ ჯოკოვიჩი 8045 ქულით მსოფლიო რეიტინგში პირველ ადგილზე გადავიდა.

აღნიშნულ ტურნირზე ასპარეზობდა ქართველი ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელიც მეთექვსმეტედფინალში კევინ ანდერსონთან დამარცხდა.

altკარიერის რეკორდი - ნიკოლოზ

ბასილაშვილი მსოფლიოს 21-ე ჩოგანია

altნიკოლოზ ბასილაშვილი პარიზის მასტერსზე კევინ ანდერსონთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა

მკითხველის კომენტარები / 5 /
გუშინ ვუყურე ფინალს!!! ხაჩანოვი ძალიან კარგ ჩოგბურთს თამაშობს!!! ერთი ერთში , რასაც ნიკა!!! განსხვავება არის ის, რომ ხაჩანოვს აქვს კარგი პირველი ჩაწოდება და გათამაშების დროს არ ჩქარობს მის უცბად მოგებას, ელოდება მოწინააღმდეგის შეცდომის დაშვებას!!! აგრესიული ჩოგბურთის დრო დგება!!! ნიკამაც და ხაჩანოვმაც წელს , ასეთი აგრესიული თამაშით დიდი წინსვლა განიცადეს!!! შედეგი სახეზეა!!!
დათო
13:50 05-11-2018
1
ხაჩანოვი ჯოკოვიჩს უგებს და მასტერსს იგებს, ბასილაშვილი კი ანდერსონს ვერ გაცდა, აქ ვიღაცეები იძახდნენ ბასილაშვილი უფრო ნიჭიერიაო. ჰა ჰა ჰა
რიგით გულშემატკივარი
13:40 05-11-2018
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული