რაფაელ ნადალი ბრისბენის საერთაშორისო ტურნირში მონაწილეობას არ მიიღებს. ესპანელ ჩოგბურთელს იაპონელი ტარო დანიელი შეცვლის და ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას შეხვდება.
რაფაელ ნადალმა ტურნირის გამოტოვების მიზეზად ტრავმის შესაძლო გართულება დაასახელა.
"ექიმებთან კონსულტაცია გავიარე და დასვენება გადავწყვიტე. ტურნირის ორგანიზატორებსა და გულშემატკივარს ბოდიშს ვუხდი, მაგრამ აქ თამაშით, შესაძლოა, ტრავმა გამრთულებოდა და ავსტრალიის ღია პირველობაზე მონაწილეობა ვეღარ მიმეღო" - ასე ახსნა ნადალმა საკუთარი გადაწყვეტილება.
წლის შემაჯამებელი ტურნირი კოჭზე გაკეთებული ოპერაციის გამო ესპანელმა უკვე გამოტოვა. რაც შეეხება ავსტრალიის ღია პირველობას, ტურნირი სტარტს 14 იანვარს აიღებს.
17:42 02-01-2019
რაფაელ ნადალმა ბრისბენის ტურნირში მონაწილეობაზე უარი განაცხადა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული