ბასილაშვილმა რუბლევს ადვილად მოუგო და 1/4 ფინალში ჯოკოვიჩს შეხვდება

AutoSharing Option
2 იანვარს, ATP-ის მიმდინარე რეიტინგში  მე-20 ადგილზე მყოფმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა დოჰას ტურნირის მეორე წრეში რუსი ანდრეი რუბლევი (68) 6:3, 6:4 დამარცხა.

ბასილაშვილმა ამ გამარჯვებას განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე 1 საათში მიაღწია და 4 იანვარს 1/4 ფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანს, სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს შეხვდება, რომელმაც უნგრელ მარტონ ფუჩოვიჩს 3 სეტში სძლია (4:6, 6:4, 6:1).

ის ჯოკოვიჩს ერთხელ შეხვდა - 2018 წლის რომის მასტერსის მეთექვსმეტედფინალი 4:6, 2:6 წააგო.

ნიკოლოზმა პირველ წრეში ესპანელი ალბერტ რამოსი (65) 6:1, 1:6, 6:1 დაამარცხა.

ტურნირის საპრიზო ფონდი 1
313 215 დოლარია.

მკითხველის კომენტარები / 31 /
წარმატებები ნიკოლოზს ძაან მაგრად მოუმატა და იმედია კიდევ მოუმატებს ვფიქრობ 2018 წლის ქართველი საუკეთესო სპორცმენია
გიო
22:54 02-01-2019
1
ძალიან კარგ ფორმაშია ნიკა , წინა წლიდან მოყოლებული ყველა შეხვედრა მახსოსვ თითქმის , ჰამბურგი , ამერიკა , ჩინეთი , საფრანგეთი , იმ პირველი მატჩიდან რომელიც მოიგო საკვალიფიკაციოზე ჰამბურგში და დაიწყო მისი აღმასვლა . ნიშიკორისთანაც , ანდერსონთანაც და ზვერევთანაც სულ მცირედი დააკლდა , თორემ წინა წელსვე შევიდოდა ოცეულში . თუმცა ყველა ზემოთჩამოთვლილთან , არ იგრძნობოდა , რომ ეს შემთხვევითი აღმასვლა იყო . პირიქით , ყველასთან , ვისთანაც ითამაშა , ჩანდა რომ ძალიან კარგად იყო მომზადებული , თუმცა ნერვიულობა მაინც დაღს ასვამდა მის გამოსვლას . ამ ორ თამაშსაც რასაც ვუყურე ზედმეტად ნერვიულობდა და მაგიტომაც ქონდა ამდენი ორმაგი , უბრალოდ წარმოიდგინეთ , ამდენი შეცდომის მიუხედავად , უშანსოდ მოუგო ორივეს . თუმცა , ნოვაკთან თუ მოგება გვინდა , ჩემი თხოვნა იქნება , ისეთი ცივსისხლიანი და გაწონასწორებული გახვიდე , როგორიც არასდორს . წარმატებები , შენ ჩემთვის 2018 წლის საუკეთესო ქართველი სპორცმენი ხარ .
ATP 17 ?
00:08 03-01-2019
3

სიახლეები პოპულარული