ბასილაშვილი ჯოკოვიჩთან დაძაბულ მატჩში დამარცხდა

AutoSharing Option
3 იანვარს, ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის 1/4 ფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანთან  სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან 6:4, 3:6, 4:6 დამარცხდა.

ბასილაშვილმა მრისხანე მეტოქეს ბრძოლა გაუმართა და მას ქართველის დასამარცხებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდა - შეხვედრა 1 საათი და 59 წუთი გაგრძელდა.

ნიკოლოზმა ამ მატჩამდე ესპანელ ალბერტ რამოსს და რუს ანდრეი რუბლევს სძლია.

ტურნირის საპრიზო თანხა 1.3 მილიონი დოლარია, ბასილაშვილმა კი 36 ათასი გამოიმუშავა.

მან 145 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და ტოპ-20 ჩოგბურთელში შევიდა. ეს მისი რეკორდია.

ჯოკოვიჩი ნახევარფინალში ესპანელ ბაუტისტა აგუტის შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
არაუშავს ნიკოლოზ შენ მაინც მაგარი ხარ და მთელი საქართველო ამაყობს შენით , წარმატებებს გისურვებთ მომავალში . მგონი ჯოკოვიჩისთვის არაფერი დაუთმია სამჯერ გაფარჩხა ფეხებზე მარტო ამის ყურებად ღირდა მთელი თამაში , წარმატებები ნიკოლოზ
ტოტტი
20:55 03-01-2019
1
მადლობა ნიკოლოზ ბრძოლისა და თავდადებისთვის, მჯერა აუცილებლად მოვა დიდი გამარჯვები.
შალვა 73
21:07 03-01-2019
1

სიახლეები პოპულარული