ბასილაშვილი ჯოკოვიჩთან დაძაბულ მატჩში დამარცხდა

AutoSharing Option
3 იანვარს, ნიკოლოზ ბასილაშვილი დოჰას ტურნირის 1/4 ფინალში მსოფლიოს პირველ ჩოგანთან  სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩთან 6:4, 3:6, 4:6 დამარცხდა.

ბასილაშვილმა მრისხანე მეტოქეს ბრძოლა გაუმართა და მას ქართველის დასამარცხებლად დიდი ძალისხმევა დასჭირდა - შეხვედრა 1 საათი და 59 წუთი გაგრძელდა.

ნიკოლოზმა ამ მატჩამდე ესპანელ ალბერტ რამოსს და რუს ანდრეი რუბლევს სძლია.

ტურნირის საპრიზო თანხა 1.3 მილიონი დოლარია, ბასილაშვილმა კი 36 ათასი გამოიმუშავა.

მან 145 სარეიტინგო ქულა მოიპოვა და ტოპ-20 ჩოგბურთელში შევიდა. ეს მისი რეკორდია.

ჯოკოვიჩი ნახევარფინალში ესპანელ ბაუტისტა აგუტის შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 19 /
მთავარია ტოპ ჩოგბურთელებს თანასწორად ეთამაშება.ე.ი. მათ დამარცხებასაც შეძლებს. ერთი წლის წინ მახსოვს უბრძოლველად აგებდა.მთავარია, თავდადებული ვარჯიში.
მაგარი კაცი ხარ
13:39 04-01-2019
0
უმაგრესი სპორცმენია, ეს უნდა გამხდარიყო წლის სპორცმენი
სუპერ
10:56 04-01-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული