AO: სამწუხაროდ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სტეფანოს ციციპასთან ვერაფერი გააწყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
დღეს, 18 იანვარს, ავსტრალიის ღია პირველობის 1/16-ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი მსოფლიოს მე-15 ჩოგან სტეფანოს ციციპასს დაუპირისპირდა და ოთხ სეტში დამარცხდა.

საქართველოსა და საბერძნეთის პირველი ნომრების დაპირისპირება საკმაოდ დაძაბული გამოდგა და 2:57 საათი გაგრძელდა. პირველი სეტი ბასილაშვილმა 3:6 დათმო, თუმცა მეორე სეტში ამავე ანგარიშით მოიგო. ყველაზე დრამატული მესამე სეტი გამოდგა, რომელმაც საბოლოოდ შეხვედრის ბედიც გადაწყვიტა. ჩვენებურმა ერთსაათიანი ბრძოლა 6(7):7(9) დათმო. მეოთხე სეტში კი უპირატესობა ხელთ ბერძენმა იგდო და 6:4 მოიგო.

ეს ამ სპორტსმენების პირველი შეხვედრა იყო და ბალანსში ბერძენი დაწინაურდა. სტეფანოს ციციპასის
შემდეგი მეტოქე როჯერ ფედერერი იქნება.

ნიკოლოზ ბასილაშვილი კი, სამწუხაროდ, ერთეულთა თანრიგს გამოეთიშა.

altმსოფლიო ჩოგბურთის ტალანტი - ვინ არის ნიკოლოზ ბასილაშვილის შემდეგი მეტოქე?

მკითხველის კომენტარები / 23 /
ძალიან დამწყდა გული!!! ეს თამაში ციციპასს არ მოუგია, ნიკამ წააგო!!! ნიკას წამოწყბული და მოგებული ულამაზესი გათამაშებები ჰქონდა , ციციპასს ერთიც არ ჰქონია ასეთი!!! მაგრამ შემდეგ დაშვებული უამრავი შეცდომა, 50-მდე როგრც მახსოვს!!! პიველი ჩაწოდება გაუმჯობესებული აქვს,ორმაგებს რაც შეეხება გულდასაწყვეტია, მაგრამ მეორესაც ძლიერად აწვდის და ბევრი ვინერიც ჰქონდა!!! ფიზიკურად მე ვფიქრობ კარგად არის მომზადებული, ამ ტურნირზე ორი ოთხსეტიანი და ერთი ხუთიანის თამაში მოუწია!!! თამაში წაააგო მეოთხე სეტის მეშვიდე გეიმში!!! არა უშავს, ათეულის მოთამაშეები კევინ ანდერსონი, დომენიკ ტიმი მეორე ეტაზე გამოეთიშნენ, დღეს ხაჩანოვმა წააგო და ა.შ.!!! მთავარია სწორი დასკვნების გაკეთება და წარმატებები მოვა!!! აბა შენ იცი ნიკა, წარმატებები!!!
დათო
18 იანვარი 2019 16:50
0
რიგ ეპიზოდებში ნიკა შესანიშნავი იყო, სპორტში და ზოგადად ჩოგბურთში დიდი მნიშვნელობა აქვს ფსიქოლოგიურ ასპექტს, მესამე სეტის ბოლოს ნიკამ შესანიშნავი დარტყმებით მწყობრიდან გამოიყვანა მეტოქე და თითქოს ტაიბრეკზეც უნდა მოეგო, მაგრამ ცოტა დააკლდა, დარწმუნებული ვარ მესამე სეტი რომ მოეგო ბოლო სეტში გაანადგურებდა, მაგრამ არაუშავს ნიკა თავი ხელში აიყვანე იმუშავე, შენი უნებლიე შეცდომები მინიმუმამდე დაიყვანე და ყველაფერი გამოგივა. წარმატებები სეზონი ეხლაღა დაიწყო და ყველაფერი წინ გაქვს
ზიზუ
18 იანვარი 2019 14:37
0
სამწუხაროა მარა არა უშავს, მე მჯერა და დარწმუნებული ვარ ნიკა წინსვლას განაგრძობს. აქამდე სანატრელი გვქონდა ასეთი რამ რაც ნიკამ უკვე გვაჩუქა. მადლობა ნიკა. წარმატებები!
Geo_Dinamo
18 იანვარი 2019 13:56
0
თანაბარი თამაში იყო, ბერძენს ოდნავ გაუმატთლა და მოიგო,ორივე ერთი დონის ჩოგბურთელია,მესამე სეტმა გატეხა მაგრად
ემაგი
18 იანვარი 2019 13:45
0
წარმატებები ნიკოლოზს.
გეკო
18 იანვარი 2019 13:24
0
წარმატებები.
გეკო
18 იანვარი 2019 13:18
0
სადაც რეიტინგით უნდა გასულიყო,იქამდე გავიდა,ასე რომ წარუმატებლად ამ გამოსვლას ვერ ჩავთვლით,თუმცა თავიდანვე ჩანდა,რომ ნიკა ვერ იყო, მთლად თავდაჯერებული და ეს ის თამაში არ იყო,რისი იმედიც გვქონდა.არა უშავს,შეცდომებს გააანალიზებს,გამოასწორებს და შედეგებიც გაუმჯობესდება.ჯერჯერობით კი 20-ეულში ყოფნას უნდა მიეჩვიოს ფსიქოლოგიურად.ალბათ ამასაც მნიშვნელობა ექნება.
სოსო
18 იანვარი 2019 13:17
0
ძალიან საწყენია,ის რაც მოხდა,სიმართლე გითხრათ ამას ველოდი,მსოფლიოს ტოტალიზატორები ტყვილად კი არ ანიჭებდნენ ბერძენს უპირატესობას,მეტწილად მათი პროგნოზები მართლდება,იშვიათი გამონაკლისების გარდა და მინდოდა ეს გამონაკლისი დამდგარიყო,მაგრამ სამწუხაროდ ასე არ მოხდა,საჭიროა სწორი ანალიზის გაკეთება,ვამბობდი და კიდევ ვიმეორებ,პირველი ჩაწოდება უნდა გამოსწორდეს,ამის გარეშე სერიოზული წარმატებები ვერ მოვა,ნიკოლოზს ასაკიც აქვს და გამოცდილებაც არ აკლია,მაგრამ პირველი ჩაწოდება და კონცენტრაცია სასწრაფოდ გამოსასწორებელია,წარმატებები ნიკოლოზს შემდგომში.
roma
18 იანვარი 2019 13:14
0
მე 3 სეტში 8 ით 7 ზე ციციპრასის დარტყმული ხაზს იქით იყო და 8 ით 8 უნდა გამხდარიყო მსაჯს გამოეპარა...
ნიკოლოზი
18 იანვარი 2019 13:14
0
მთავარია შეუძლია თუ არა მომატება სხვადასხვა კომპონენტებში.წინააღმდეგ შემთხვევაში ოცეულის ჩოგბურთელებთან გაუჭირდება.
თემო
18 იანვარი 2019 12:56
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული