ამან კარგად დამანახა, რა ეტაპზე ვარ - ნიკოლოზ ბასილაშვილის კომენტარი AO-ზე მარცხის შემდეგ

AutoSharing Option
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ავსტრალიის ღია პირველობის 1/16-ფინალში მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ბასილაშვილი სტეფანოს ციციპასთან 4 სეტში ანგარიშით 3:6, 6:3, 6(7):7(9), 4:6 დამარცხდა

"მოგესალმებით, მეგობრებო,

რა თქმა უნდა, არ იყო ის შედეგი, რასაც მე და ჩემი გუნდი ველოდით. ამ თამაშმა კარგად დამანახა, რა ეტაპზე ვიმყოფები ფსიქოლოგიურად და ზოგადად, კორტზე. ვთვლი, რომ დიდი სლემის ტურნირის მოსაგებად კიდევ ბევრი სწორი ნაბიჯია გასავლელი", - დაწერა ბასილაშვილმა "ფეისბუქზე".

altAO: სამწუხაროდ, ნიკოლოზ ბასილაშვილმა სტეფანოს ციციპასთან ვერაფერი გააწყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 16 /
დარწმუნებული ვარ, რომ ნიკა წელს კიდევ მოუმატებს!

კარგი იქნება, რომ უფრო ყურადღებით წეროთ. ანგარიშები ისე გიწერიათ, რომ 2:2 გამოდის და არა 1:3.
ნიკას გულშემატკივარი
18 იანვარი 2019 15:10
2
მიდი ნიკოლოზ, ჩვენ შენი გვჯერა და შენს გვერდით ვართ! კარგია რომ დიდი სლემის ტურნირის მოგების ამბიცია გაქვს, ოღონდ საამისოდ დაუღალავი შრომაა საჭირო, რაც შენ უკეთ მოგეხსენება
Fani
18 იანვარი 2019 15:06
0
წარმატებები ნიკოლოზ.
შალვა 73
18 იანვარი 2019 15:05
0
კარგია იმედიანად რომ ხარ.შენი თავის ამბავი შენზე უკეთ არავინ იცის.ამბობ ესეიგი რესურსი კიდევ არი.წარმატებები მეგობარო.
პაატა
18 იანვარი 2019 14:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული